FM97.5 / LIVE

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.08.2018
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობისთვის 236 311 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით იგეგმება ეზოს შემოღობვა, მოასფალტება და მინი სტადიონის მოწყობა.

ახალციხის  პირველი საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პირველ საჯარო სკოლაში სამუშაოები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება.

როგორც სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური განმარტავს, სარეაბლიტაციო სამუშაოები სასწავლო პროცესის დაწყებას ხელს არ შეუშლის.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ს.ს „ერისიმედი“ ასრულებს. სკოლის ეზოში ასფალტი 1940 კვ. მეტრზე დაიგება. რკინის ღობე კი აგურის ღობით ჩანაცვლდება. გაკეთდება სანიაღვრე არხები და საკანალიზაციო ჭა.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია ეზოში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინიფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის სპორტული მოედნის მშენებლობა.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე შენობას სრული რეაბლიტაცია ჩაუტარდა და აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (“Millennium Challenge Corporation- MCC”) დაფინანსებით ახორციელებს.

ახალციხის  პირველი საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა
სამცხე–ჯავახეთში სკოლების რეაბილიტაცია იწყება
ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხის პირველ სკოლაში რემონტის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავენ
პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა სრულდება
ახალციხის პირველი სკოლა 15 სექტემბრისთვის რემონტს ვერ ასრულებს
ორწლიანი ლოდინი სრულდება – პირველ სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებიან