FM97.5 / LIVE

ბორჯომში ბიუჯეტს განიხილავენ – სხდომას მხოლოდ ოპოზიცია ესწრება

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 22.11.2017
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, თუმცა, საკრებულოს სხდომას მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენელი 15 დეპუტატი ესწრება. "ქართული ოცნების" 13 დეპუტატი, სხდომაზე, რომელიც თავმჯდომარემ გუშინ ჩანიშნა, არ გამოცხადდა.

ბორჯომში ბიუჯეტს განიხილავენ – სხდომას მხოლოდ ოპოზიცია ესწრება

საკრებულოს თავმჯდომარე, ზაზა ჩაჩანიძე "პატრიოტთა ალიანსიდან", რომელიც პირველ სხდომაზე ხმაურისა და "ოცნების" პროტესტის ფონზე აირჩიეს, ამბობს, რომ ბორჯომის საკრებულოში სხდომები ყოველი მეოთხე კვირის ოთხშაბათს გაიმართება: "დღეს მოუწია ეს დღე და ჩავნიშნეთ სხდომა. გვაქვს მხოლოდ ერთი საკითხი – ბიუჯეტის განხილვა".

ბორჯომში ბიუჯეტს განიხილავენ – სხდომას მხოლოდ ოპოზიცია ესწრება

მისივე თქმით, საკრებულო აპირებს ითანამშრომლოს ბორჯომის მერთან, ლევან ლიპარტიასთან, რომელიც მმართველი გუნდის, "ქართული ოცნების" წარმომადგენელია: "ორშაბათს შევა ახალი მერი კაბინეტში და მასთან ვითანამშრომლებთ. კარგი პროექტები რაც ექნებათ, ერთად განვახორციელებთ. ერთადერთი რაშიც არ დავეთანხმებით "ოცნებას", პრემია–დანამატების საკითხია. სხვა ყველაფერში ვითანამშრომლებთ".

სხდომის დაწყების წინ, დეპუტატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ბაკურ გელაშვილმა, განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადმოცემული დოკუმენტები, – შემაჯამებელი ოქმები და დეპუტატების სააღრიცხვო ბარათები, გასაცნობად, 10 წუთით, სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, გიორგი ფერაძემ ითხოვა, თუმცა, უკან აღარ დააბრუნა: "ახლა ეს დოკუმენტები არის გუბერნატორთან, აკაკი მაჭუტაძესთან, რაც დაუშვებელია, რადგან შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას".

როგორც გელაშვილმა დააზუსტა, საუბარია საკრებულოს პირველ სხდომაზე წაღებულ დოკუმენტებზე. ბაკურ გელაშვილი სამანდატო კომისიის თავმჯდომარეა, აქედან გამომდინარე საოლქო კომისიის მიერ გადაცემული დოკუმენტები მას ჰქონდა. გიორგი ფერაძემ კი, როგორც მდივანმა, გაცნობის მიზნით სთხოვა რამდენიმე წუთით. გელაშვილი ამბობს, რომ გადასცა ეს დოკუმენტები და თან გაჰყვა რადგან პასუხისმგებლობა აღნიშნულ დოკუმენტებზე მასაც ეკისრებოდა: "გიორგი ფერაძე შევიდა იმ ოთახში, სადაც ამ დროს, ანუ პირველი სხდომის მიმდინარეობისას, გუბერნატორი იჯდა. ჩემს თვალწინ მისცა ეს საბუთები გუბერნატორს და უკან აღარ დაუბრუნებია".

ზაზა ჩაჩანიძე და ბაკურ გელაშვილი ამბობენ, რომ სავრაუდოდ ფერაძეს ეგონა, რომ აქ ის დოკუმენტი იქნებოდა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის ოქმი, რომელსაც ხელს ფერაძეც აწერს. თუმცა ეს დოკუმენტი იქ არ იდო. ჩაჩანიძე ამბობს, რომ იმ დოკუმენტების საკრებულოში ყოფნა–არ ყოფნის საკითხი არაფერს ცვლის.

ბორჯომში ბიუჯეტს განიხილავენ – სხდომას მხოლოდ ოპოზიცია ესწრება

გელაშვილი ამ დოკუმენტების უკან გადაცემას ითხოვს და ასევე, მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, დაინტერესდეს ბორჯომში მიმდინარე მოვლენებით.

ბაკურ გელაშვილის ნათქვამს კატეგორიულად უარყოფს გიორგი ფერაძე: "არავითარი დოკუმენტები არ გადმომცემია. არც გუბერნატორისთვის მიმიცია არაფერი, რა სისულელეა".

ბაკურ გელაშვილის მოწოდებულ ინფორმაციას მტკნარ სიცრუეს უწოდებენ სამხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

"გვინდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის კომპეტენციებში არ შედის საკრებულოს ფორმირების პროცესებში ჩართვა. შესაბამისად, არც გუბერნატორი ყოფილა ამ პროცესში ჩართული და არც დოკუმენტაციის გატანას ჰქონია ადგილი", – ამბობენ უწყებაში.

ბორჯომში ბიუჯეტს განიხილავენ – სხდომას მხოლოდ ოპოზიცია ესწრება

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულო  ბიუჯეტის განხილვას იწყებს
ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
ბორჯომში 'ქართული ოცნება' ხმებს 120 ლარად ყიდულობს – ოპოზიცია
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
ბორჯომის საკრებულოს ‘ოცნების’ დეპუტატებმა სხდომა დატოვეს [Video]
ბორჯომის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს [Video]
ხმაური, დაძაბულობა, შეხლა–შემოხლა – საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში