FM97.5 / LIVE

ბორჯომში 'ქართული ოცნება' ხმებს 120 ლარად ყიდულობს – ოპოზიცია

მთავარისიახლე 28.10.2020
„ნაციონალური მოძრაობის“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის წევრი, ბაკურ გელაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ადგილობრივებს ხმების სანაცვლოდ თანხის გადახდას პირდებიან, სოციალურ დახმარებებს კი „ოცნების სახელით“ ურიგებენ.

ბორჯომში 'ქართული ოცნება' ხმებს 120 ლარად ყიდულობს – ოპოზიცია

ბაკურ გელაშვილის „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ "ოცნების" აქტივისტები ხმების სანაცვლოდ ადგილობრივებს 120 ლარს, ზოგ შემთხვევაში კი უფრო მეტს აძლევენ. მსგავსი ფაქტი ბორჯომის თითქმის ყველა სოფელში ხდება.

„ყვიბისი ჩემი სოფელია, გუშინ ენმ–ს წარმომადგენლები საარჩევნო პლაკატებს და პატარა ბუკლეტებს არიგებდნენ. ერთ-ერთმა მარტოხელა მოხუცმა უთხრა ჩვენს აქტივისტებს, ოცნება 120 ლარს მაძლევს და თქვენი ცარიელი ბუკლეტები რად მინდაო. ეს მარტოხელა მოხუცი იყო და ძალიან იაფად გამოუვიდათ, სხვას უფრო მეტს პირდებიან და აძლევენ კიდეც. ხალხს აშინებენ, დადიან სურათებიანი სიებით“, – ამბობს ნაციონალური მოძრაობის“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის წევრი და საკრებულოს დეპუტატი ბაკურ გელაშვილი.

მისივე თქმით, აგიტატორები მოსახლეობას არწმუნებენ, რომ სოციალური დახმარების და ოპერაციებისთვის თანხას „ქართული ოცნება“ იხდის.

გელაშვილი ბორჯომში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც საუბრობს.

„ბორჯომის პარკში 93 თანამშრომელია გაფორმებული და სამ კაცს ვერ იპოვით ადგილზე, საარჩევნო საქმიანობაში არიან ჩართულები“, - ამბობს გელაშვილი.

„ქართული ოცნების“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ფერაძე კატეგორიულად უარყოფს და სიცრუეს უწოდებს იმ ფაქტს, თითქოს მათი აქტივისტები ხმების სანაცვლოდ ამომრჩევლებს ფულს ურიგებენ.

„ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა თქვას და პროვოკაციაზე წავიდეს, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები უნდა არსებობდეს. არც ერთ ამომრჩეველთან მსგავსი შეურაცხყოფით არ მივსულვართ. ჩვენს თავს არ ვაკადრებთ რომ ხმა ფულის სანაცვლოდ მოვითხოვოთ. ეს ამბავი გამორიცხულია“, - განაცხადა ფერაძემ.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს "ოცნების" წევრი დეპუტატები სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ
ბორჯომში ბიუჯეტს განიხილავენ – სხდომას მხოლოდ ოპოზიცია ესწრება
„ოცნება“ მესხეთში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს ირჩევს
‘ძნელია განსაზღვრო ვინ გაიმარჯვებს’  – ბორჯომი არჩევნებამდე ორი დღით ადრე [PhotoVideo]
დაპირისპირება ადგილობრივებსა და „ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის
‘ოცნების’ ორგანიზებულ აქციაზე ბორჯომიდან 2 000 კაცი წავიდა
ახალციხეში „ოცნების“  გამგებლობის კანდიდატმა   ხმების 59.7 % დააგროვა