FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.11.2017
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები „ოცნებიდან“ სხდომის დარბაზში დაბრუნდნენ. მათ გამოჩენას ხმაური მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ;

ბორჯომის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება [Video]
ბორჯომის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაბრუნდნენ. სხდომაზე დაბრუნება შეძლეს იმ დეპუტატებმაც, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობდნენ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება დასჭირდათ.

ამის შემდეგ დეპუტატებმა მოქალაქეებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ დარბაზის დატოვება სთხოვეს იმ მიზნით, რომ პროცესი მშვიდ გარემო წარიმართოს და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვა მოხდეს.

თუმცა, სიმშვიდის შენარჩუნება დარბაზში მაინც ვერ მოხერხდა. ამჯერად „ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა დავა იმაზე დაიწყეს, უნდა იქნეს თუ არა ცნობილი ლეგიტიმურად ის საკითხები, რომლებიც საკრებულომ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დარბაზიდან „ოცნების“ დეპუტატები გავიდნენ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველი გუნდის წარმომადგენლების გარეშე სამანდატი კომისია, ასევე ხმის დამთვლელი კომისია აირჩიეს.

„ქართული ოცნება“ მათ გაუქმებას და ხელახლა არჩევას ითხოვს. ოპოზიცია კი მათ ძალაში დატოვებას. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.



შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ნოემბერს ბორჯომში საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია დღის წესრიგში ერთი საკითხის დამატებას, კომისიების თავმდჯომარეების არჩევას ითხოვდა. დეპუტატები ამაზე შეთანხმდნენ, თუმცა ამის შემდეგ დავის მიზეზი სამანდატო კომისიის არჩევის წესი გახდა. რის შედეგადაც "ოცნებამ" სხდომა დატოვა.

სხდომაზე დაძაბული ვითარების გამო საკრებულოს დეპუტატები შეუძლოდ გახდნენ. ამიტომ მერიაში სასწრაფო გამოიძახეს, ერთ–ერთი მათგანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მრავალპარტიული საკრებულო ბორჯომს ჰყავს. საკრებულოში ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შევიდა. ბორჯომი რეგიონში ის გამონაკლისია, სადაც „ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, – საკრებულოში 13 დეპუტატი მმართველი გუნდიდან, 15 კი ოპოზიციიდანაა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს უხუცესი წევრი შეუძლოდ გახდა
ბორჯომის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს [Video]
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ლევან დევიძე: „ბორჯომის საკრებულომ საკუთარი უფლებამოსილება ვერ ცნო“
ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარეს ირჩევენ [Video]
ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციამ ზაზა ჩაჩანიძე აირჩია