FM97.5 / LIVE

საია ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის

მთავარისიახლე, არჩევნები 26.10.2017
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის. ორგანიზაცია ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარს დღეს, 25 ოქტომბერს შეიტანს.

საია ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის
N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისისაში სულ ოთხი საჩივარი შევიდა აქედან სამი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“, ხოლო ერთი „ევროპული საქართველოდან“ იყო. ყველა მათგანი ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ 23 ოქტომბერს განიხილა.

საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი "სამხრეთის კარიბჭესთან" განმარტავს, რომ N4 უბანზე 50 ბათილი ბიულეტენი აღმოჩნდა, რაზეც ორგანიზაციამ ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა და მათი ხელახალი გადათვლა ითხოვა. საოლქო კომისიამ საჩივარი 23 ოქტომბერს განიხილა, თუმცა საიას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

"50 ბათილი ბიულეტენი, ეს უკვე დიდი რაოდენობაა, ამიტომ მათი ხელახალი გადათვლა და იმის გარკვევა გვინდოდა, რატომ იყო გაბათილებული, თუმცა არ დაკმაყოფილდა. ამიტომ სასამართლოში ვიჩივლებთ", – ამბობს იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

N4 დამალის საარჩევნო უბანს ეხებოდა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მეორე საჩივარიც. ორგანიზაციის განმარტებით, შემაჯამებელ ოქმს, ერთ–ერთი კომისიის წევრის ხელმოწერა აკლდა. საიამ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაყენება ხელფასის დაქვითვით მოითხოვა, რაც საოლქო კომისიამ სრულად დააკმაყოფილა.

N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა საიას კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც N9 ნაქალაქევის უბანს ეხებოდა. აქ საკონტროლო ფურცლის შევსებისას, პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის მისამართი იყო გამორჩენილი, რაზეც საიამ საარჩევნო ყუთის გახსნა და ფურცლის შევსება ითხოვა, თუმცა საოლქო კომისია, მხოლოდ საუბნო კომისიის მდივნის შენიშვნით შემოიფარგლა.

ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიაში, პარტია "ევროპულმა საქართველოს" საჩივარიც დაფიქსირდა, რომელიც N1 ასპინძის უბანზე დაიწერა. პარტიის მაჟორიტარის დეპუტატობის კანდიდატი მერი გიორგაძე აცხადებდა, რომ მის დედას ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცა. იგი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს წინასწარ შეუთანხმდა, რომ დედა საავადმყოფოში იმყოფებოდა და ყუთი მისთვის დღის ბოლოს მიეტანათ. გიორგაძის განმარტებით, კომისიამ მისი თხოვნა არ გაითვალისწინა და გადასატანი ყუთი 16:00 საათზე დალუქა, ისე, რომ ამომრჩეველს ხმა არ მიუცია.

"წინასწარ შეთანხმების მიუხედავად ხმა ვერ მისცა ამომრჩეველმა და პარტიამ რეაგირება მოხდინა, რაიმე კონკრეტული მოთხოვნა არ იყო ოქმში, ამიტომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა“,–ამბობენ „ევროპულ საქართველოში“.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საიას სარჩელი ასპინძის საოლქოს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა
სამცხე–ჯავახეთში არჩევნებზე 18 საჩივარი დაიწერა
ბორჯომის საოლქო კომისიამ 11 საჩივარი განიხილა
ახალქალაქის საოლქომ დარჩენილი ოთხი საჩივარიდან სამი დააკმაყოფილა
რას ედავება საია ასპინძის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს
წინასწარ ბეჭედდარტყმული ბიულეტენისთვის ახალქალაქში რეგისტრატორს შენიშვნა მისცეს
ახალქალაქის საოლქო კომისიამ ათი საჩივრიდან შვიდი განიხილა