FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილის დედა დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.05.2013
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა განათლების მინისტრის ბრძანება მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის, ჟენია მერაბიშვილის სამსახურეობრივი უფლება-მოსილების შეწყვეტის შესახებ დღეს მიიღო

ვანო მერაბიშვილის დედა დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
უკვე ყოფილმა დირექტორმა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ჯერ არ იცის.

- ”ბრძანება დღეს დილით მივიღეთ, ტელეფონით დავუკავშირდით და ვთხოვეთ, რომ მობრძანდეს. ბრძანებას აქ მოსვლის შემდეგ გავაცნობთ. ჯერ არ მოსულა და არც ხელი მოუწერია”, - ამბობს ახალციხის საგანმანათებლო რესურცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დიანა ინასარიძე.

განათლების მინისტრის ბრძანების მოსვლამდე, სამინისტროდან მეხუთე საჯარო სკოლის სამეურვე საბჭომ დირექტორის ხელახლა არჩევის შესახებ წერილი მიიღო.

- ”წერილი ჩვენთან არ მოსულა, პირდაპირ სკოლაში გაგზავნეს. როგორც ვიცი სამეურვეო საბჭომ მერაბიშვილს მხოლოდ გაფრთხილება მისცა და დაკავებულ თანამდებობაზე დატოვა”, - გვიხსნის ინასარიძე.

”სამხრეთის კარიბჭემ” ვითარების გარკვევა სკოლაში დღეს დილით სცადა, თუმცა, იმ მიზეზით, რომ სააღდგომო დღესასწაულების გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია, სამსახურში არავინ დაგვხვდა.

სატელეფონო საუბარში კი დირექტორის მოადგილემ ნანა დათაშვილმა განგვიმარტა, რომ სამეურვეო საბჭომ სამინისტროდან წერილი ნამდვილად მიიღო, თუმცა, იგი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა: ”სამეურვეო საბჭოს წევრი არ ვარ, შესაბამისად წერილს პირადად არ გავცნობივარ. როგორც ვიცი საბჭომ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ გაფრთხილებით შემოფარგლულიყვნენ”.

ჟენია მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ მთავარ პროკურატურას 5 მარტს მიმართა. როგორც გუშინ საღამოს ”სამხრეთის კარბიჭეს” მთავარი პროკურატურის პრესამსახურის წარმომადგენელმა ეკა ჩიჩუამ განუმარტა, ამ დრომდე საქმის შესწავლა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ საქმის მოკვლევა მეხუთე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ”სამხრეთის კარბიჭის” მიერ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ დაიწყო. ჟენია მერაბიშვილს სკოლის მოსწავლეები და დამლაგებელი ცემაში ადანაშაულებენ.

დიანა ინასარიძის განცხადებით, მერაბიშვილს უფლება აქვს მინისტრის ბრძანება გაასაჩივროს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მერაბიშვილის დედის საქმეს მთავარი პროკურატურა იკვლევს
ვინ ასრულებს დირექტორის მოვალეობას მეხუთე სკოლაში
ვანო მერაბიშვილის დედამ გათავისუფლების შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა
მეხუთე სკოლაში მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
რჩება თუ არა პედაგოგად ვანო მერაბიშვილის დედა
ვინ და რატომ იმყოფება მე-5 სკოლაში, სამინისტროში ვერ გვეუბნებიან
ხმაური ვანო მერაბიშვილის დედის ყოფილ სკოლაში