FM97.5 / LIVE

საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

მთავარისაზოგადოება 16.10.2014
საკონსულტაციო საბჭოს წევრები რეგიონული განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მეთოდოლოგიას გაეცნენ და სტრატეგიის განხორციელების მექანიზმებზე შეთანხმდნენ.

საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

საკონსულტაციო საბჭომ, რომელიც გუშინ, 15 ოქტომბერს ჩამოყალიბდა, პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს, 16 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის, სამცხე–ჯავახეთის შვიდივე მუნიციპალიტეტისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების თანამშრომელი არჩილ ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

„შეხვედრის მიზანი იყო რეგიონული განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მეთოდოლოგიის გაცნობა სამუშაო ჯგუფებისთვის. რეგიონს აქვს განვითარების სტრატეგია, რომელიც არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო დოკუმენტი. თუმცა, სტრატეგია ცარიელ დოკუმენტად რომ არ დარჩეს, უნდა შევთანხმდეთ მისი განხორციელების მექანიზმებზე“,– განმარტავს არჩილ ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფებს სამოქმედო გეგმა დეკემბრის დასაწყისში უნდა ჰქონდეთ ჩამოყალიბებული, რომელიც შემდგომ რეგიონული განვითარების ფონდს დაფინანსების მოთხოვნით წარედგინება. დაფინანსების შემთხვევაში პროექტი შევა სამოქმედო გეგმაში.

„თუმცა მანამდე პირველი ფილტრი იქნება უშუალოდ რეგიონის დონეზე, სამუშაო ჯგუფებში. შემდგომ გაიფლიტრება რეგიონული გამნვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ და საბოლოო სიტყვას იტყვის სამთავრობო კომისია, რომელიც გადაწყვეტს რამდენი და რა ოდენობის პროექტი დაგვინანსდება“, – ამბობს არჩილ ჟორჟოლიანი.

რამდენი პროექტი დაფინანსდება თითოეულ რეგიონში, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა თანხა ექნება რეგიონული განვითარების ფონდს.

საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმა განიხილეს
სამხარეო საბჭომ რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილა
სამცხე–ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭო სამუშაო შეხვედრებს მართავს
სამცხე-ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ
ახალციხეში რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელებენ
სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ წლის შემაჯამებელი სხდომა გამართა
რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება სრულდება