FM97.5 / LIVE

წინასაარჩევნო დარღვევები სამცხე–ჯავახეთში – ISFED–ის მესამე ანგარიში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 19.10.2017
ზეწოლის, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლისა და სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტები სამცხე–ჯავახეთში – რა შემთხვევებზეა საუბარი „სამართლიანი არჩევნების“ მესამე შუალედურ ანგარიშში.

წინასაარჩევნო დარღვევები სამცხე–ჯავახეთში – ISFED–ის მესამე ანგარიში

დღეს, 19 ოქტომბერს, „სამართლიანმა არჩევნებმა“, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის III შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში სამცხე–ჯავახეთში მომხდარ რამდენიმე შემთხვევაზეა საუბარი. თითქმის ყველა ამ შემთხვევაზე, მასალა მომზადებული აქვს "სამხრეთის კარიბჭესაც".

ზეწოლა/მუქარა

„სამართლიანმა არჩევნების“ ანგარიშში მოხვდა 7 ოქტომბერს, ასპინძაში, „ქართული ოცნების“ შტაბში მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და თვითმმართველობაში დასაქმებული სხვა პირების დაბარების ფაქტი.

ამ შემთხვევაზე, ორგანიზაცია, „სამხრეთის კარიბჭეს“ სტატიაზე დაყრდნობით საუბრობს. შეგახსენებთ, საუბარია შემთხვევაზე, როდესაც შტაბში შეკრებილებს „ქართული ოცნების“ რეგიონალური დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი სამხარაძე შეხვდა და მმართველი გუნდის კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობა მოსთხოვა.

„საგულისხმოა, რომ აღნიშნული შეხვედრის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ შტაბთან დაფიქსირდა ასპინძის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, ტრისტან მურადაშვილი, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბარში აცხადებს, რომ ის პარტიის შტაბში დაიბარეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა პარტიულ ხასიათს ატარებდა, ტერიტორია დატოვა და ის შეკრებას არ დასწრებია“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში, ასპინძაში, ზეწოლა/მუქარის სხვა შემთხვევებზეცაა საუბარი. კონკრეტულად, გამგებლის მოადგილის, ალექსადრე პაპაშვილის მიერ სამსახურის დატოვებაზე, რაზეც ასევე წერდა „სამხრეთის კარიბჭე“.

„საგულისხმოა, რომ 11 ოქტომბერს გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა ასპინძის გამგებლის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე პაპაშვილმა. ასპინძის გამგებელი ცაბაძე აცხადებს, რომ ამ განცხადებას არ დააკმაყოფილებს, რადგან პაპაშვილმა გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო. მისივე თქმით, შესაძლოა მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამშრომელმა კიდევ დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, რადგან მათზე ზეწოლას სუსი ახორციელებს“, – ვკითულობთ ანგარიშში.

ამავე ქვეთავში, ორგანიზაცია, 12 ოქტომბერს, 18:00 საათზე სოფელ ოთაში მოსახლეობასთან ასპინძის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ლევან ცაბაძის მიერ დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლაზეც საუბრობს.

„ლევან ცაბაძე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, რომ მოსახლეობა გაფრთხილებული იყო მასთან შეხვედრაზე არ მისულიყვნენ. მისი თქმით, მოსახლეობა სახლის ფანჯრებიდან ესაუბრებოდა და ბოდიშს უხდიდნენ ჩაშლილი შეხვედრის გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით, ზეწოლის ფაქტს ადგილი ჰქონდა ბორჯომშიც.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დვირის თემში, ალექსი პაპიძემ #36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა და კანდიდატურის მოხსნა მოითხოვა. ენმ-ის ბორჯომის შტაბში სავარაუდო დაშინების მცდელობაზე საუბრობენ და ზეწოლაში მართველ პოლიტიკურ ძალას ადანაშაულებენ, თუმცა კონკრეტულ ინსტიტუციას ან პირს ვერ ასახელებენ. მათი თქმით, პაპიძე გამარჯვების რეალური კანდიდატი იყო და ამიტომ, გაუგებარია რატომ მოხსნა მან კანდიდატურა. თავად ალექსი პაპიძე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას დაშინების ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ არჩევნების დღისთვის ბორჯომში არ იქნება“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, სამცხე–ჯავახეთში ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის შემთხვევებსაც.

„5 ოქტომბერს, პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა შეხვედრა გამართა სოფელ ხულგუმოს მოსახლეობასთან. მან წარადგინა მერობის კანდიდატი იურიკ უნანიანი და მოსახლეობას სიტყვითაც მიმართა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სოფელში მოწესრიგდა წყლის სისტემა მოხდა გაზიფიკაცია და ნაწილობრივ გზების რეაბილიტაცია. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „პატრიოტთა ალიანსი“-ს მერობის კანდიდატის, სამველ პეტროსიანის მხარდამჭერები და აქტივისტები, რომელთაგან ერთ-ერთი ენზელ მკოიანს შეეკამათა და აღნიშნა რომ მისი პარლამენტის დეპუტატად არჩევის შემდგომ სოფელში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. აღნიშნულ სიტყვებს მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება „ქართული ოცნებისა“ და სამველ პეტროსიანის მხარდამჭერებს შორის. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსმა, გაიოზ ლომსაძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ პეტროსიანის მომხრეები ცდილობენ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრების ჩაშლას და განზრახ აწყობენ პროვოკაციებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

სააგიტაციო მასალების დაზიანება

რაც შეეხება სააგიტაციო მასალების დაზიანებას, ანგარიშის მიხედვით, ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა ნინოწმინდაში, ახალციხესა და ასპინძაში.

„ნინოწმინდაში რამდენიმე ადგილას სხვადასხვა ფორმით დაზიანებულია სხვადასხვა კანდიდატის პლაკატები. თუმცა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის დაზიანებული „ქართული ოცნების“ კანდიდატის სააგიტაციო მასალა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, ეს იმის გამო ხდება რომ პარტიის მერობის კანდიდატი ქალია“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ახალციხეში კი, ანგარიშში მოხვდა, იაძის ქუჩაზე „ევროპული საქართველოს“ პლაკატების დაზიანება. შეგახსენებთ, ამ ფაქტზე ასევე წერდა „სამხრეთის კარიბჭე“. საუბარია პლაკატებისთვის საღებავის შესხმაზე.

„ასპინძის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ლევან ცაბაძის შტაბის წევრები აცხადებენ, რომ, 11 ოქტომბერს, გვიან ღამით, ხმაური გაიგონეს, ხოლო გარეთ გამოსვლის შემდეგ ცაბაძის ბანერი ძირს ეგდო“, – ვკითხულობთ ანგარიშში.


„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიში 26 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდ მოიცავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, გახშირდა კანონმდებლობის დარღვევის ისეთი ფაქტები, რომელიც საფრთხეს უქმნის საარჩევნო სუბიექტებისთვის თანასწორ და თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ზეწოლა/მუქარის 23; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 1; ძალადობის 2; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 3; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6; შენობა-ნაგებობების არამართლზომიერი გამოყენების 1; აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის 6; სააგიტაციო მასალების დაზიანების 11 შემთხვევა. ასევე საყურადღებოა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში არსებული გადაცდომების 6 ფაქტი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ISFD: სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის 4 ფაქტი დაფიქსირდა
'სამართლიანმა არჩევნებმა' მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
დარღვევები სამცხე–ჯავახეთში, რომლებიც  ISFED-ის ანგარიშში მოხვდა
ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით და საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლა – სამცხე–ჯავახეთი ISFED-ის მეოთხე ანგარიშში
ინტერესთა კონფლიქტი ასპინძის საოლქოში – კომისიის მდივანი ‘ოცნების’ მაჟორიტარობის კანდიდატის მეუღლეა
ასპინძაში დამოუკიდებელი მერობის კანდიდატს მოსახლეობასთან შეხვედრა ჩაეშალა

რა დარღვევები გამოვლინდა სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნოდ – ISFED–ის ანგარიში