FM97.5 / LIVE

ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით და საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლა – სამცხე–ჯავახეთი ISFED-ის მეოთხე ანგარიშში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 03.10.2016
ISFED-ის მეოთხე ანგარიშში სამცხე–ჯავახეთიდან დარღვევის ორი ფაქტი მოხვდა; მონიტორები რეგიონში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა–მუქარის ფაქტებსა და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისთვის ხელის შეშლაზე საუბრობენ.

ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით და საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლა – სამცხე–ჯავახეთი ISFED-ის მეოთხე ანგარიშში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ახალციხეში, N20–ე სვირის საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის მდივნად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ჯერ არჩევა და შემდეგ შეცვლა, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტი იყო.

ანგარიშის მიხედვით, 8 სექტემბერს, ახალციხის #44/37/20 საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის 11 წევრი და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები - გიორგი ივანიძე, ქეთევან ივანიძე და ნათია დევაძე ესწრებოდნენ. სხდომაზე აირჩიეს კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. კომისიამ მდივნად აირჩია ნათელა ბიბილური, რომელიც კომისიაში წარდგენილი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. ბიბილურის მდივნის პოზიციაზე არჩევას კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. სხდომაზე შედგა ოქმი, სადაც ასახული იყო სხდომის შედეგები. მოგვიანებით, როდესაც ოქმი საუბნო კომისიიდან საოლქო კომისიაში მიიტანეს კომისიის არჩეულ მდივნად მითითებული იყო არა ნათელა ბიბილური, არამედ კომისიის სხვა წევრი - ოლქის მიერ დანიშნული, ეკატერინე ხალაძე.

ნათელა ბიბილურმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ საუბნო კომისიის სხდომიდან ოლქის წევრების წასვლის შემდეგ კომისიაში მოვიდა ორი ადამიანი, რომელთაგან ერთმა ნათელა ბიბილურს ურჩია უარი ეთქვა მდივნობაზე. ნათელა ბიბილური არ გადადგა და საუბნო კომისიას მდივნის გადასარჩევად ახალი სხდომა არ გაუმართავს, თუმცა საოლქო კომისიაში მიტანილი სხდომის ოქმში მდივნად სხვა კომისიის წევრი იყო მითითებული.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, პირი რომელიც საუბნო კომისიის სხდომაზე ნათელა ბიბილურს გადადგომას ურჩევდა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი გვარამაძე იყო.

„8 სექტემბერს საოლქო საარჩევნო კომისიამ გამოიკვლია აღნიშნული ფაქტი. სხდომას ესწრებოდნენ #44/37/20 სვირის საუბნო კომისიის წევრებიც. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სვირის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ბუღუტი ღონღაძესა და ეკატერინე ხალაძეს, რომელიც კანონის დარღვევით აღმოჩნდა მითითებული მდივნად სხდომის ოქმში, შეუწყდათ კომისიის წევრის უფლებამოსილება. მდივანი, ნათელა ბიბილური, საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, კვლავ დარჩა საუბნო კომისიის მდივნის სტატუსით“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

მეოთხე ანგარიშში სამცხე–ჯავახეთიდან მოხვედრილი მეორე ფაქტი, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შემთხვევა ადიგენში მოხდა.

„24 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი შტაბის უფროსის სიმონ პარუნაშვილის ინფორმაციით, ადიგენში ჩამოსული იყო ლევან ვარშალომიძე რომელიც შეხვდა საირმის, ჭელას, და მოხის მოსახლეობას. სოფელ საირმეში ამომრჩეველთან შეხვედრისას, მათ ავტომობილი დაჰყვებოდათ, რომელშიც „ქართული ოცნების“ შტაბის თანამშრომელი, მიშიკო ბოჭორიშვილი, აბასთუმნის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის მოადგილე, გიორგი გედევანიძე და საკრებულოს დეპუტატი, შმაგი გავაშელი ისხდნენ. მათ შეხვედრისთვის ხელის შეშლა სცადეს და ლანძღვა დაიწყეს. ისინი ენმ-ის წარმომადგენლებს სხვა სოფლებშიც დაყვებოდნენ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორც ISFED-ს პარუნაშვილიმა განუცხადა, მას სოფელ მოხეში ამომრჩეველთან შეხვედრისას აღნიშნულმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან სატელეფონო საუბრისას გიორგი გედევანიძე ამბობს, რომ ის მოხეში საქმეზე მიდიოდა და გზად, სოფელ საირმეში შეხვედრას შეესწრო. ის გაჩერდა რათა გაეგო შეხვედრის მიზანი. შეხვედრაზე ყოფნას ადასტურებს შმაგი გავაშელიც. მისი თქმით, ის შეხვედრაზე იმ მიზეზით იმყოფებოდა, რომ გაეგო რამდენი ადამიანი დაესწრებოდა. ორივე მათგანი რაიმე ფორმით დაპირისპირებას უარყოფს. მიშიკო ბოჭორიშვილი შეხვედრებზე ყოფნის ფაქტს უარყოფს“, – ნათქვამია ანგარიშში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში დღეს, 3 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ანგარიში 2 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციის დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 643 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3; ზეწოლა მუქარის 11; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 12; კამპანიისთვის ხელის შეშლის 8; ფიზიკური დაპირისპირების 6; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4; პარტიული ოფისის დაზიანების 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 37; სიძულვილის ენის გამოყენების 4; არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 8 ფაქტი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სვირის უბანზე „ნაციონალი“ მდივანი დააბრუნეს, თავმჯდომარე კი მოხსნეს
‘ნაცმოძრაობა’: უბანზე მდივნად არჩეული ‘ნაციონალი’ ‘ოცნების’ ზეწოლის შემდეგ შეცვალეს
‘ნაცმოძრაობა’ ‘ოცნებას’ ზეწოლაში, სვირის საუბნო კომისიას კი სხდომის ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებს
დარღვევები სამცხე–ჯავახეთში, რომლებიც  ISFED-ის ანგარიშში მოხვდა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
ISFED: ზურაბიშვილთან შეხვედრებზე ადგილობრივი საჯარო მოხელეები იყვნენ მობილიზებული
საარჩევნო უბნებში პირველი სხდომა იმართება