FM97.5 / LIVE

ISFD: სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის 4 ფაქტი დაფიქსირდა

მთავარისიახლე, არჩევნები 25.10.2018
„სამართლიანი არჩევნების“ შუალედური ანგარიშის მიხედვით, რომელიც პირველიდან 24 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ხელისშეშლის ფაქტები ასპინძაში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ადიგენში დაფიქსირდა.

ISFD: სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის 4 ფაქტი დაფიქსირდა

ოთხი ფაქტიდან სამი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის რეგიონში ამომრჩევლებთან შეხვედრებს ეხება. ზურაბიშვილს ასპინძაში, ახალციხესა და ახალქალაქში ანგარიშის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დახვდნენ შეძახილებით „მოღალატე ხარ!“

„ახალქალაქში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი მარინა გეგიძე. როდესაც მას ჰკითხეს, რომელი პარტიის აქტივისტი იყო, უპასუხა რომ არის“უბრალო მოქალაქე“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

„სამართლიანი არჩევნების“ ოქტომბრის კვლევაში მოხვდა, აბასთუმანში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლისთვის, ლალი ბოჩიკაშვილისთვის საარჩევნო კამპანიის განხორციელების პერიოდში ხელისშეშლის ფაქტი. ბოჩიკაშვილი ამბობს, რომ „ოცნების“ აქტივისტებმა მას მანქანა დაუზიანეს. მომხდარს ადიგენის რაიონული სამმართველო სსკ–ის 187–ე მუხლით იძიებს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ანგარიშში მოხვდა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტი ახალციხეშიც: „ბეჭდვითი სააგიტაციო მასალისთვის განკუთვნილ სტენდებზე, სალომე ზურაბიშვილის და დავით ბაქრაძის პლაკატები დააზიანეს“.

აგიტაციის წესების დარღვევად აფასებს "სამართლიანი არჩევნები" ახალქალაქის მერის მოადგილის პირად ფესიბუქის გვერდზე სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალის გამოქვეყნების ფაქტს.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში “სამართლიანმა არჩევნებმა” სულ გამოავლინა: სავარაუდო ზეწოლისა და იძულების 13; ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის 5; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 7; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 11; აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის 13; სააგიტაციო მასალების დაზიანების 40; და კამპანიის წესების დარღვევის 1 შემთხვევა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ISFED: ზურაბიშვილთან შეხვედრებზე ადგილობრივი საჯარო მოხელეები იყვნენ მობილიზებული
დარღვევები სამცხე–ჯავახეთში, რომლებიც  ISFED-ის ანგარიშში მოხვდა
წინასაარჩევნო დარღვევები სამცხე–ჯავახეთში – ISFED–ის მესამე ანგარიში
'სამართლიანმა არჩევნებმა' მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
ახალქალაქის მერის მოადგილეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უჩივლეს
დარღვევის ორი ფაქტი ახალციხეში ISFED–ის ანგარიშში
ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით და საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლა – სამცხე–ჯავახეთი ISFED-ის მეოთხე ანგარიშში