FM97.5 / LIVE

ასპინძაში დამოუკიდებელი მერობის კანდიდატს მოსახლეობასთან შეხვედრა ჩაეშალა

მთავარისიახლე, არჩევნები 14.10.2017
ასპინძაში, სოფელ ოთაში დამოუკიდებელი მერობის კანდიდატს მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაეშალა. ლევან ცაბაძის მხარდამჭერები ამბობენ, რომ „ოცნების“ აქტივისტების მხრიდან, ადგილობრივებზე ზეწოლა განხორციელდა.

ასპინძაში დამოუკიდებელი მერობის კანდიდატს მოსახლეობასთან შეხვედრა ჩაეშალა
ასპინძაში, დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის ლევან ცაბაძის საარჩვენო შტაბის წევრი ზურაბ ნარიმანიძე, რომელიც ამავე დროს სოფელ ორგორაში გამგებლის წარმომადგენელია, აცხადებს, რომ სოფელ ოთაში 12 ოქტომბერს, ცაბაძის მიერ მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. მიზეზად ნარიმანიძე „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან, ადგილობრივებზე განხორცილებულ ზეწოლას ასახელებს.

„ღამით კარდაკარ ჩამოუვლიათ და მთელი დღის განმავლობაშიც სოფელში ყოფილან. მოსახლეობას აფრთხილებდნენ და ეუბნეოდნენ, რომ 18:00 საათზე ცაბაძე აპირებს მოსვლას და არ შეხვდეთო. მთელი დღე მანქანებით ოთის შესასვლელში იდგნენ“, – ამბობს ნარიმანიძე.

ლევან ცაბაძის თქმით, იგი 12 ოქტომბერს 18:00 საათზე არა, თუმცა მოგივანებით სოფელში ხალხთან შესახვედრად მაინც მივიდა: „გარეთ ვერავინ გაბედა გამოსლვა, ფანჯრებიდან მელაპარაკებოდნენ და ბოდიშს მიხდიდნენ იმის გამო, რომ ჩემთან საუბარს ერიდებოდნენ“.
დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ლევან ცაბაძე მოსახლეობას, საკუთარ პროგრამას თითქმის ყველა სოფელში აცნობს, მსგავსი ზეწოლა კი პირველად განხორციელდა.

„ოთა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის როსტომ მაგრაქველიძის მშობლიური სოფელია და ასე იმიტომ მოხდა“, – აცხადებს ნარიმანიძე.

ოთაში მცხოვრებლები იმაზე, თუ ვინ დაემუქრა მათ 12 ოქტომბრის საღმოს, ღიად არ საუბრობნ. პირად საუბრებში კი ყვებიან, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებმა ცაბაძესთან შეხვედრა მართლაც აუკრძალეს.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ასპინძაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი როსტომ მაგრაქველიძე.

„სულ 16 აქტივისტი მყავს. ახლაც თან დამყვებიან და სოფელ–სოფელ დავდივართ. ვისთანაც ხალხს შეხვედრა არ უნდა, ის ურეიტინგოა. როგორ უნდა ავუკრძალოთ 21–ე საუკუნეში ვინმეს, რომ არავის შეხვდეო?! აგერ ჩემთან ერთად არის „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი და ხვდება ხალხს, მაგრამ არავინ უშლის ხელს. ეს სიცრუეა“, – ამბობ მაგრაქველიძე.

ასპინძაში დამოუკიდებელი მერობის კანდიდატს მოსახლეობასთან შეხვედრა ჩაეშალა

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როსტომ მაგრაქველიძე: 'ქართული მარშის' განცხადებები შეურაცხმყოფელია
ასპინძის გამგებელი არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს კენჭისყრას
კენჭისყრის დღე ასპინძაში – მერობის კანდიდატების შეფასებები
ასპინძის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ თანამდებობა დატოვა
წინასწარი შედეგებით, ასპინძაში 'ოცნების' კანდიდატი ლიდერობს
ასპინძის მერობის კანდიდატი ჭობარეთის, ძველის, ორგორასა და საყუდაბელის მოსახლეობას შეხვდა [R]
ასპინძაში ‘ოცნების’ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ როსტომ მაგრაქველიძე აირჩიეს