FM97.5 / LIVE

ინტერესთა კონფლიქტი ასპინძის საოლქოში – კომისიის მდივანი ‘ოცნების’ მაჟორიტარობის კანდიდატის მეუღლეა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 02.10.2017
ასპინძის საოლქო–საარჩევნო კომისიის მდივანი ნინო ბერიძე, ასპინძაში, პირველ მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით ფართლაძის მეუღლეა. სამართლიანი არჩევნების შეფასებით, ეს ინტერესთა კონფლიქტია, რომელზეც ცესკო პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს.

ინტერესთა კონფლიქტი ასპინძის საოლქოში – კომისიის მდივანი ‘ოცნების’ მაჟორიტარობის კანდიდატის მეუღლეა

ასპინძის საოლქოში ინტერესთა კონფლიქტზე, „სამართლიანი არჩევნები“, წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედურ ანგარიშში საუბრობს. ანფარიში 5–დან 25 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში განსაკურებული ტენდენციის სახით გამოიკვეთა ცალკეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ინტერეთა კონფლიქტები, რაც გამოიხატება კომისიის წევრთა ოჯახის წევრების არჩევნებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაში. მათგან, აღსანიშნავია, ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მეუღლე, რომელიც მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ამავე ოლქში.

ასპინძის #39 საოლქო კომისიაში ვაკანტური თანამდებობის შესავსებად 6 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წევრად აირჩია ნინო ბერიძე, რომელიც 8 სექტემბერს საოლქო კომისიის მიერ არჩეულ იქნა ამავე კომისიის მდივნად.

ახლადარჩეული მდივნის, ნინო ბერიძის მეუღლე, დავით ფართლაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად #1 მაჟორიტარულ ოლქში პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ.

„საგულისხმოა, რომ დავით ფართლაძე 1 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც კანდიდატად დასახელდა, აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო აგიტაციაში და მერობის კანდიდატთან ერთად ინტენსიურად ხვდებოდა ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კი, ასპინძის #39 საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, როსტომ მაგრაქველიძეა“, – ვკითულობთ ანგარიშში.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, მოხელე ვალდებულია მისი ოჯახის წევრის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში, ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან/და ცესკოში 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს წერილობითი განცხადება, რომლის წარუდგენლობა აღნიშნულ ვადაში შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

15 სექტემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, აცნობა თუ არა კონკურსანტმა ნინო ბერიძემ ცესკოს მისი ოჯახის წევრის - მეუღლის პოლიტიკური გეგმების და აქტივობის შესახებ ან/და წევრად არჩევის შემდგომ მიაწოდა თუ არა წერილობითი ინფორმაცია ზემდგომ საარჩევნო კომისიას.

ცესკოს 19 სექტემბრის პასუხის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ 6 სექტემბერს, კონკურსანტი ნინო ბერიძე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე არ იყო, ასევე, 19 სექტემბრის მდგომარეობით, მისი მეუღლე ოფიციალურად არ იყო რეგისტრირებული კანდიდატად არცერთ საარჩევნო ოლქში.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი და ე.წ. პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრი დისტანცირებული იქნას პოლიტიკური ზეგავლენებისგან. შესაბამისად, ნინო ბერიძე ჯერ როგორც კონკურსანტი, შემდგომ, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და მდივნად არჩეული მოხელე კეთილსინდისიერების, ნეიტრალიტეტის და მოხელის ეთიკის პრინციპების თანახმად, ვალდებული იყო ყველა ეტაპზე საარჩევნო კომისიისთვის ეცნობებინა მისი ოჯახის წევრის პოლიტიკური აქტიურობის შესახებ.

„ბერიძის არჩევა ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის სულიკვეთებას. ხოლო ცესკოს განმარტება მისთვის შეტყობინების ვალდებულების არ არსებობის შესახებ, აჩენს ეჭვებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობს ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ასპინძის  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგა
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
‘ქეთევან ობოლაშვილი კანონს არ არღვევს და სხვა წევრით არ ჩანაცვლდება’ - ადიგენის საოლქო
ახალციხის საარჩევნო ადმინისტრაციები ეთიკის კოდექსის ხელმომწერები გახდნენ
ასპინძის საოლქო კომისიამ დასკვნითი საჯარო შეხვედრა გამართა