FM97.5 / LIVE

რა დარღვევები გამოვლინდა სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნოდ – ISFED–ის ანგარიში

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 30.09.2020
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრისა და კანდიდატის ნათესაური კავშირი, წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა და სააგიტაციო მასალების დაზიანება – ISFED სამცხე–ჯავახეთში დარღვევებზე საუბრობს.

რა დარღვევები გამოვლინდა სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნოდ – ISFED–ის ანგარიში

„სამართლიანმა არჩევნებმა“ მეოთხე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, ორგანიზაციის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 7; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის - 24; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის - 8; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების -1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13; არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის - 8; სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ოცამდე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა გამოვლინდა ნინოწმინდაში

ISFED–ის განცხადებით, 16 სექტემბერს, ნინოწმინდაში დამოუკიდებელი კანდიდატის ენზელ მკოიანის შტაბის გახსნასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა მოსახლეობასთან, დაახლოებით 100-მდე ადამიანის მონაწილეობით. შეხვედრაზე მანქანით მისულ მხარდამჭერებს მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე 20 - 20 ლიტრი საწვავი ჩაუსხეს.

წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა ახალციხეში

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში საუბარია ახალციხეში წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობაზეც 5 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, როცა ის ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხვდებოდა, ასევე იმყოფებოდა ახალციხის საოლქო კომისიის წევრი ნაირა სამსონიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არის დანიშნული. შეხვედრაზე მისი დასწრების ფოტო მასალა თავად ანტონ ობოლაშვილის ფეისბუქ გვერდზეც აიტვირთა, თუმცა მალევე წაშალეს. ახალციხის საოლქო კომისიის მდივანმა სოფო ნებაძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ და თავად ნაირა სამსონიძესთან არ უსაუბრია. ობოლაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ნაირა სამსონიძე სოფელ წირაში "სამხრეთის კარიბჭემაც" ნახა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ადიგენში

8 სექტემბერს, ახალციხე–ასპინძა–ბორჯომი–ადიგენის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა, 15:00 საათზე, სოფელ არალში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ არალის საჯარო სკოლის მასწავლებლები: დირექტორი მარო ჩხიტუნიძე, სკოლის მასწავლებელი – ვაჟა თათეშვილი, ადიგენის მერის წარმომადგენელი არალის ადმინისტრაციულ ერთეულში, დავით აკოფაშვილი, არალის ბიბლიოთეკის თანამშრომელი მანანა ხაჩიძე (აფრიამაშვილი). აღსანიშნავია, რომ არალის სკოლის დირექტორი, იმავე დღეს, 17:00 საათზე, უდეში გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა. სოფელ უდეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ უდეს #1 და #2 საჯარო სკოლის მასწავლებლები, ასევე ორივე საჯარო ბაღის მასწავლებლები, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

ორგანიზაციის განცხადებით ცალკე აღსანიშნავია, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრისა და კანდიდატის ნათესაური კავშირი. ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილი, ქეთევან ობოლაშვილი, ცესკოს მიერ, ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის მეექვსე, ნეიტრალურ წევრად დაინიშნა.

ქეთევან ობოლაშვილი, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ცესკოს მიერ დანიშნული მეექვსე დროებითი წევრი იყო. ის, ამავე დროს, აბასთუმნის სკოლის დირექტორია. ქეთევან ობოლაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უთხრა, რომ ამ ეტაპზე კუთვნილი შვებულებით სარგებლობს. არჩევნების პერიოდის დასრულებამდე, კი, უხელფასო შვებულებით სარგებლობას აპირებს. ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ჯერ–ჯერობით „ქართული ოცნების“ კანდიდატი დარეგისტრირებული არაა და რომც იყოს, ქეთევან ობოლაშვილს მასთან ნათესაური კავშირის გამო კომისიის წევრად ყოფნა არ ეკრძალება.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ზემოაღწერილ შემთხვევაში, კანონის ფორმალური მოთხოვნები დარღვეული არ არის, მაგრამ, კომისიის წევრისა და კანდიდატის ახლო ნათესაური კავშირი, შესაძლოა ობიექტურობის მხრივ რისკებს შეიცავდეს. საოლქო საარჩევნო კომისიის განსახილველი შეიძლება გახდეს კანდიდატის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები და, ასეთ შემთხვევებში, კომისიის წევრს მიუკერძოებლად უნდა შეეძლოს მათი განსჯა.

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ადიგენში

ადიგენის ოლქში აირჩიეს პირი, რომელიც წინა არჩევნებისას, საუბნო კომისიის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ფაქტის შესახებ საოლქო კომისია ინფორმირებული არ იყო. აღნიშნულმა ფაქტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელსა და თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია, რაც პარტიის წარმომადგენლის სხდომიდან გაძევებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის ფორმალურ დარღვევას არ წარმოადგენს, აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში არჩეულთა შორის მოხვდნენ ისეთი პირები, რომელთაც წინა არჩევნებზე, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დაეკისრათ.

სააგიტაციო მასალის დაზიანება

სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტები გამოვლინდა საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ახალციხეში. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების ფოტოები გადააკრეს. ასევე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ნაციონალური მოძრაობის, „ქართული ოცნების“,„სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიის“ და „თავისუფალი საქართვლოს“ სააგიტაციო მასალაც. ზოგიერთ შემთხვევაში, დაზიანებულ პლაკატებთან კერძო ობიექტების სათვალთვალო ვიდეოკამერებია განთავსებული, თუმცა მათი შესწავლა არ ხდება.

ISFED–ის რეკომენდაციები

ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას:

• დროულად და ეფექტურად გამოიძოს პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და
მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, ზეწოლისა და
მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები;
• არ გამოიყენოს ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული
რესურსები პარტიული მიზნებისთვის;
• საჯარო მოხელეებმა და სკოლისა და ბაღების თანამშრომლებმა სამუშაო საათებში,
თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო
ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

პოლიტიკურ პარტიებს:

• თავი შეიკავონ და არ დაუშვან ფიზიკური ძალადობის განხორციელება;
• არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭრების
მიმართ ზეწოლის/მუქარის განხორციელება;
• არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიული მიზნებით
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება;
• არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს
ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ
კანონმდებლობის ფარგლებში;
• არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების
ჩართვა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივნისიდან ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროკავშირის მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში მოიცავს 2020 წლის 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 6 სექტემბრამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება
‘ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილი საოლქო კომისიის მეექვსე წევრად აირჩიეს’ - ენმ
ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით და საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლა – სამცხე–ჯავახეთი ISFED-ის მეოთხე ანგარიშში
‘ქეთევან ობოლაშვილი კანონს არ არღვევს და სხვა წევრით არ ჩანაცვლდება’ - ადიგენის საოლქო
,ოცნება’ ცდილობს საარჩევნოდ გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი – ISFED
დარღვევები სამცხე–ჯავახეთში, რომლებიც  ISFED-ის ანგარიშში მოხვდა
ISFED: ზურაბიშვილთან შეხვედრებზე ადგილობრივი საჯარო მოხელეები იყვნენ მობილიზებული