FM97.5 / LIVE

თურქულ ბარში დაკავებულების პროცესზე ნივთმტკიცებები გამოიკვლიეს

მთავარისიახლე, სამართალი 08.05.2018
ახალციხეში, თურქულ ბარში მომხდარი ჩხუბის გამო დაკავებული ახლგაზრდების საქმეზე მოწმეების დაკითხვა დასრულდა. სასამართლომ, ასევე, გამოიკვლია შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებებიც.

თურქულ ბარში დაკავებულების პროცესზე ნივთმტკიცებები გამოიკვლიეს

დღეს, რვა მაისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში თურქულ ბარში დაკავებულების საქმეზე მე–17 სხდომა გაიმართა. პროცესი დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

სხდომა, შემთხვევის დროს ბარში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქის წერილობითი ჩვენების გამოქვეყნებით დაიწყო. ჩვენება დარბაზში პროკურორმა კახა ლეკიშვილმა წაიკითხა: „მეგობართან ერთად ვიჯექი, შემოვიდნენ და დაიწყეს გინება, ხელებს იქნევდნენ. ჩემი მეგობარი და ბარის მეპატრონე ქალი სცემეს. ჩემ მეგობარს ხელებით და ფეხებით ურტყამდნენ, მუშტი მეც მომხვდა. რესტორნის მეპატრონე დამშვიდებას სთხოვდა, მაგრამ ესენი მაინც სცემდნენ და შეაფურთხეს“.

ბრალდებულების ადვოკატები ფიქრობენ, რომ მოსამართლემ აღნიშნული ჩვენება არ უნდა გაიზიაროს, რადგან ის სასამართლო დარბაზში არ დაკითხულა: „ეს მოწმე არ დაკითხულა საქმის არსებითი განხილვის დროს. მას იძულების წესით მიაცემინეს ჩვენება. მოეყვანათ სხდომაზე და დაეკითხათ, ის საქართველოშია“.

ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ ბრალდების მხარემ პროცესზე შემთხვევის ადგილიდან ამღებული მტკიცებულებები ვედრა, სკამი, ჭიქა და თეფშების ნამსხვრევები წარადგინა: „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბარის მესაკუთრემ ზუსტად წარმოადგინა ის ადგილი, სადაც ბრალდებული ამ სკამის ჩარტყმას ცდილობდა“, – განაცხადა პროკურორმა.

ადვოკატები კი ირწმუნებიან, რომ ბრალდებულს სკამი არავისთვის დაურტყამს: „ამოღებულ ვიდეო–ჩანაწერში ჩანს, რომ სკამს ხელში იღებს ბრალდებული და ისევ დებს“.

სხდომის დასრულებამდე, ადვოკატებმა მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა კიდევ ერთხელ სთხოვეს, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო პროცესი 14 მაისს 13:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2017 წლის ცხრა ნოემბერს, გვიან ღამით, ახალციხეში, ე.წ. საბარგო სადგურის დასახლებაში, ერთ–ერთ თურქულ ბარში მოხდა.ბრალდების მხარის მტკიცებით, ლ.ბ–მ, გ.კ–მ, და კ.ბ–მ ბარში შესვლა სცადეს, მათ იქ მყოფ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, შესვლისთანავე, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის ერთ–ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო. სამივე მათგანი პასუხისგებაში ხულიგნობის მუხლით მისცეს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თურქულ ბართან დაკავებულების პროცესზე  ვიდეოჩანაწერები გამოიკვლიეს
მოსამართლემ თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების სხდომა დახურა
რას ყვებიან თურქულ ბართან დაკავებულების საქმეზე თურქეთის მოქალაქეები
თურქულ ბართან დაკავებულების საქმის განხილვისას პროკურორი დააჯარიმეს
თურქული ბარის საქმეზე  წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს
რას ყვებიან თურქული ბარის საქმეში ბრალდებულები
თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს