FM97.5 / LIVE

თურქული ბარის საქმეზე წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს

მთავარისიახლე, სამართალი 24.05.2018
თურქული ბარის საქმეზე მხარეებმა წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებების დიდ ნაწილს, იმ ბრალდებულის სამედიცინო დოკუმენტები წარმოადგენდა, რომელიც პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ავთანდილ გალდავას ცემაში ადანაშაულებს.

თურქული ბარის საქმეზე  წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში თურქული ბარის საქმეზე გამართული მე–19 სხდომა, დაახლოებით, ოთხ საათს გაგრძელდა. მტკიცებულებების წარმოდგენა პროცესზე პროკურორმა კახა ლეკიშვილმა დაიწყო: „მოწმეების ა.ღ–ს, ნ.კ–ს, მ.მ–ს, ე.ს–ს და სხვათა მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები. ოქმი ფოტოსურათების ამოცნობის შესახებ. მოწმე ა.ღ–ს ხელწერილი ბრალდებულების ამოცნობის შესახებ“....

მხოლოდ სათაურებითა და თარიღებით წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები სასამართლო დარბაზში ბრალდებულ გ.კ–ს ადვოკატმა თამარ სადრაძემ გააპროტესტა: „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას და არა სათაურების წაკითხვას. პროკურორი ვალდებულია ყველა დოკუმენტი წაიკითხოს და თუ სრულად არ წაიკითხავს, მისი შინაარსი მაინც გადმოგვცეს“.

სადრაძის მტკიცებით პროკურორის მიერ წარმოდგენილი ოქმი, რომელიც ერთ–ერთ მოწმესთან დურდან მამედოვასთან ზარის განხორციელებას ადასტურებს, არასწორია: „ამ მოწმესთან დაკავშირება არ არსებულ ნომერზე მოხდა. ინდექსი რომელიც აქაა მითითებული, არცერთი ქვეყნის არაა. მას სხვა ნომერი აქვს და საინტერესოა იმაზე რატომ არ დაურეკეს?! ამიტომ ვფიქრობ, რომ არც პროკურორის წარმოდგენილი ოქმი უნდა დაერთოს საქმეს და არც ამ მოწმის წერილობითი ჩვენება. მე კი წარმოგიდგენთ ოქმს, რომელიც სწორედ იმას ადასტურებს, რომ ასეთი ინდექსი არ არსებობს და გთხოვთ ეს დაურთოთ საქმეს“.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა სადრაძის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ მის მიერ წარმოდგნილ ოქმს საქმის მასალებს დაურთავს.

სასამართლოში სადრაძემ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა, მან მოსამართლეს სხდომაზე ახალციხის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ბუცხრიკიძის დაკითხვა სთხოვა. მისი სახელი და გვარი საქმეში ხშირად ფიგურირებდა. იმ სხდომაზე, რომელზეც ბარიდან ამოღებული ვიდეო მასალები გამოიკვლიეს, ბრალდებულებმა ვიდეოში ბუცხრიკიძე ამოიცნეს. თუმცა, მოსამართლემ დაცვის მხარეს სასამართლოში მისი დაკითხვის შუამდგომლობა არ დაუკამყოფილა.

ამის შემდეგ სადრაძემ პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის გ.კ–ს შესაძლო ცემის ფაქტებზე სამედიცინო დოკუმენტები წარმოადგინა. მისი მტკიცებით, გ.კ. დაკავების შემდეგ სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ავთანდილ გალდავამ სცემა.

„ჩვენ ჩავატარეთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ბრალდებულს დაზიანებული ჰქონდა თავი, საფეთქელი, კისერი და მუცელი, ასევე მაჯებზე აღენიშნებოდა ბორკილებით გადახეხილი კვალი. წარმოდგენილია, ასევე, ფოტო და აუდიო მასალა, რომელიც მეტყველებს, რომ ნაცემი დასიებული იყო და თავისი ფეხით ვერ გადაადგილდებოდა“, – ამბობს თამარ სადრაძე.

შემდეგი სასამართლო პროცესი 28 მაისს 14:00 საათზე გაიმართება. პროცესზე დაცვის მხარე საქმეში მონაწილე გამომძიებლებსა და სამედიცინო მუშაკებს დაკითხავს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2017 წლის ცხრა ნოემბერს, გვიან ღამით, ახალციხეში, ე.წ. საბარგო სადგურის დასახლებაში, ერთ–ერთ თურქულ ბარში მოხდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ლ.ბ–მ, გ.კ–მ და კ.ბ–მ ბარში შესვლა სცადეს, მათ იქ მყოფ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის ერთ–ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო. სამივე მათგანი პასუხისგებაში ხულიგნობის მუხლით მისცეს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თურქულ ბარში დაკავებულების პროცესზე ნივთმტკიცებები გამოიკვლიეს
თურქული ბარის საქმეზე ექიმები და გამომძიებლები დაკითხეს
თურქულ ბართან დაკავებულების საქმის განხილვისას პროკურორი დააჯარიმეს
თურქულ ბართან დაკავებულების პროცესზე  ვიდეოჩანაწერები გამოიკვლიეს
რას ყვებიან თურქულ ბართან დაკავებულების საქმეზე თურქეთის მოქალაქეები
მოსამართლემ თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების სხდომა დახურა
რას ჰყვებიან თურქული ბარის საქმეში ბრალდებულის მშობლები