FM97.5 / LIVE

დამეწყრილი აწყურის უსახლკარო ოჯახებს გამგეობა ქირის გადახდას უგვიანებს

მთავარიეკონომიკა 05.03.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერით დაზარალებულებისთვის ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობას ორი თვის ბინის ქირა არ გადაუხდია.

დამეწყრილი აწყურის უსახლკარო ოჯახებს გამგეობა ქირის გადახდას უგვიანებს
აწყურის მკვიდრი ნონა თაბაგარი, რომელიც მეწყერის გამო სოფელში სახლის დანგრევის შემდეგ, ახალციხეში, გრიგოლ ორბელიანის N7-ში ცხოვრობს, ადგილობრივ თვითმმართველობას ბინის ქირის გადახდას სთხოვს.

„მესამე თვეა, რაც გამგეობა ფულს არ გვიხდის. ბინის ქირას მთხოვს პატრონი, მაგდებს სახლიდან, თავმოყვარეობა არ მაქვს?! მითხრეს საბუთებია შესასწორებელიო, შეასწორონ, რას აკეთებენ?!“ - კითხულობს თაბაგარი.

მისი თქმით, ბინის ქირა თვეში 150 ლარია გადასახდელი: „შარშან 3 თვის საფასური ჩემი პენსიით გადავიხადე, არ დაგვიფარა გამგეობამ. წელსაც არ გვიხდიან. მერამდენედ მივედი უკვე გამგეობაში არ ვიცი, მაგრამ პასუხს არავინ მცემს“.

პასუხის მიღება კითხვაზე, თუ რატომ არ უხდის ადგილობრივი თვითმმართველობა ბინის ქირას აწყურში მეწყერით დაზარალებულებს, „სამხრეთის კარიბჭესაც“ გაუჭირდა.

„არაფერი ვიცი, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გოგოლაურმა, - იურისტს ჰკითხეთ, ნინო დემეტრაძეს“.

„მე არ ვიცი, თინიკო ლეკშვილს ეცოდინება“, - გადაგვამისამართა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იურიდიული სამსახურის უფროსმა ნინო დემეტრაძემ ამავე სამსახურის სპეციალისტთან.

„გადარიცხვების შესახებ არაფერი ვიცი, ან რა ფორმაა არასწორი? ვერაფერს გეტყვით“, - გვიპასუხა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის სპეციალისტმა თინათინ ლეკიშვილმა.

ამავე სამსახურიდან „სამხრეთის კარიბჭე“ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში გადაამისამართეს, აქ კი გვითხრეს, რომ „ეს საკითხი მათი კომპეტენცია არ არის“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ბლიაძემ კი შექმნილ ვითარებაში აწყურელები დაადანაშაულა: „მათი ბრალია, რომ აქამდე ეს თანხა არ ჩარიცხულა. 10 დღის წინ გააფრთხილეს ეს ხალხი, რომ ანგარიშის ნომრები მოეტანათ, მაგრამ არ მოიტანეს“.

მისი თქმით, თუ აქამდე აწყურში მეწყერით დაზარალებულებს თვითმმართველობა ქირას სარეზერვო ფონდიდან უხდიდა, ახლა, ანუ 2014 წლიდან აღნიშნული თანხა სპეციალურად სოციალურ პროგრამაში გაიწერა: „ასე აღარ იქნება პრობლემა, ერთი თვის მომცეს და მეორე თვის არაო, მაგრამ დღეს რომ მომიტანოს ანგარიშის ნომერი, დღესვე ხომ ვერ გადავრიცხავთ?! ან ნაწილ - ნაწილ ხომ არ ჩავრიცხავთ?! ყველამ უნდა მოიტანოს ანგარიშის ნომერი, რომ თანხა ერთიანად გადავრიცხოთ“.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მიიღეს აწყურში მეწყერით დაზარალებულებმა 3 თვის ქირა გასულ წელს, გვპასუხობს, რომ მაშინ ამ თანამდებობაზე არ მუშაობდა: „ამიტომ ვერაფერს გეტყვი, ეს ჩემამდე მოხდა“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ქირას აწყურში 7 დაზარალებულ ოჯახს უხდის. ბლიაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობა ამ თანხას მანამდე გადაიხდის, ვიდრე სახელმწიფო დაზარალებულებისთვის რაიმე ალტერნატივას არ გამონახავს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურის უსახლკარო ოჯახებს ახალციხის თვითმმართველობამ ქირა დაუფარა
აწყურის დამეწყრილ ოჯახებს გასული სამი თვის ქირას არ გადაუხდიან
რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა
დამეწყრილი აწყურის პრობლემით რეგიონული განვითარების სამინისტრო ინტერესდება

დამეწყრილ აწყურში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას დღემდე ელოდება
დამეწყრილი აწყურის პრობლემამ ომბუდსმენამდე მიაღწია
აწყურში მეწყერით დაზარალებული რვა ოჯახი დევნილთა სამინისტროსგან დაფინანსებას ელოდება