FM97.5 / LIVE

პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 130 პირველკლასელი დარეგისტრირდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.04.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფომრაციით წელს პირველად პირველკლასელთა რეგისტრაცია სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ახალციხის ხუთ საჯარო და ერთ კერძო სკოლაში 130-მდე პირველკლასელია დარეგისტრირებული

პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 130 პირველკლასელი დარეგისტრირდა
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2013 წლის 1 აპრილს დაიწყო და 19 აპრილამდე მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე რეგისტაციას ის ბავშვები გადიოდნენ, ვისი და–ძმაც იმავე სკოლაში სწავლობს; ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია; ვისი ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში (ტყუპები, და–ძმები).

ამ მოსწავლეებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები უნდა წარადგინონ 2013 წლის 20 აპრილიდან 2013 წლის 24 აპრილის ჩათვლით.

ახალციხის საჯარო სკოლების დირექტორები ამბობენ, რომ პირველკლასელებს მომდევნო რეგისტრაციებზეც ელოდებიან.

”ამ ეტაპზე ჩვენს სკოლაში 50-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდა. ჯერ კიდევ ველოდებით, რადგან ეს რეგისტრაცია იმ ბაშვებისთვის იყო ვისი და-ძმაც ამ სკოლებში სწავლობენ. ეს პრივილეგია იმის გამო მიენიჭათ, რომ ხშირად ბავშვებს იმ სკოლაში სწავლა უნდოდათ სადაც საკუთარი და ან ძმა სწავლობდა, ან მშობელი მუშაობდა. თუმცა საბუთების შეტნას ვერ ასწრებდა, შემდეგ ადგილები ივსებოდა და ამ სკოლებში სწავლას ვეღარ ახერხებდნენ”, - ამბობს ახალციხის პირველ საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პირველკლასელთა დასარეგისტრირებლად მშობლები კიდევ აკითხავენ. გასულ წელს პირველ საჯარო სკოლაში 70 პირველკლასელი მიიღეს.

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში ამჟამად რეგისტრაცია 48 პირველკლასელმა გაიარა. მესამე საჯარო სკოლაში 6-მა, მეექვსე საჯარო სკოლაში 9 პირველკლასელმა, მეორე საჯარო სკოლაში კი 7-მა.
მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე განმარტავს, რომ ვისი დედმამიშვილიც ამ სკილაში სწავლობს მათ პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოასწრეს, თუმცა მეორე ეტაპზე აუცილებლად დარეგისტრირდებიან.

”არიან ისეთი ბავშვები, რომლის დედმამიშვილები აქ სწავლობენ და რაღაც მიზეზების გამო დარეგისტრირება ვერ მოახერხეს. ზოგმა საბუთები ვერ შეაგროვა და სხვა მიზეზებიც აქვთ. მეორე ეტაპზე მათ არ შეექმნებათ პრობლემები და აუცილებლად დავარეგისტრირებთ”, - განმარტავს მარინა ზედგინიძე.

კერძო სკოლა ”მზექას” დირექტორის ბელა კაპანაძეს თქმით, მათ სკოლაში ამ ეტაპზე უფრო მეტი პირველკლასელი შევიდა ვიდრე წინა წელს ყავდათ.

”კერძო სკოლებში პირველკლასელთა დარეგისტრირება ჯერ არ არის დაწყებული, მაგრამ მშობლებმა საბუთები მაინც მოიტანეს, ამიტომ ჩვენვე დავარეგისტრირებთ მათ. ამ ეტაპზე 17 პირველკლასელის საბუთი გვაქვს”, - ამბობს ბელა კაპანაძე.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 113 პირველკლასელი დარეგისტრირდა
რამდენი ადგილი დარჩა პირველკლასელებისთვის ახალციხის სკოლებში
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
პირველკლასელთა რეგისტრაცია სრულდება
ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში 344 პირველკლასელი დარეგისტრირდა
რამდენი თავისუფალი ადგილია ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის
2 სექტემბერი პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო დღეა