FM97.5 / LIVE

პირველკლასელთა რეგისტრაცია სრულდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.09.2014
2014 – 2015 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 2 სექტემბერს სრულდება. ამ ეტაპზე ქალაქ ახალციხის 6 სკოლაში ჯამში 302 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

პირველკლასელთა რეგისტრაცია სრულდება

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში რეგისტრაცია 79–მა პირველკლასელმა გაიარა. სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი რამდენი პირველი კლასი გაიხსნება: „3 ან 4 პირველი კლასის გახსნას ვგეგმავთ, ამ საკითხს პედსაბჭოზე გავიტანთ, რის შემდეგაც ზუსტად გაირკვევა რამდენი კლასი გაიხსნება“.

21 პირველკლასელი დარეგისტრირდა მეორე საჯარო სკოლაში. 7 ქართულ განყოფილებაში, 14 – რუსულში.

35 პირველკლასელია რეგისტრირებული მესამე საჯარო სკოლაში. სკოლის დირექტორის, სვეტლანა არუთუნიანის თქმით, გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც 2 პარალელური კლასი გაიხსნება.

134 პირველკლასელი დარეგისტრირდა მეხუთე საჯარო სკოლაში, სკოლის დირექტორის თქმით, ჯამში 6 პირველი კლასი გაიხსნება.

25 პირველკლასელია რეგისტრირებული მეექვსე საჯარო სკოლაში, აღნიშნულ სკოლაში ერთი პირველი კლასი გაიხსნება.

კერძო სკოლა „მზექაში“ კი 8 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია 23 აპრილს დაიწყო და 18 ივლისს დასრულდა. რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით პირველკლასელთა რეგისტრაცია 1 და 2 სექტემბერსაც იყო შესაძლებელი. ვადა მათთვის გახანგრძლივდა, ვინც სხვადასხვა მიზეზების გამო რეგისტრაცია ვერ მოასწრო.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 113 პირველკლასელი დარეგისტრირდა
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში 344 პირველკლასელი დარეგისტრირდა
ახალციხის 8 სკოლაში 421 პირველკლასელი მივიდა
პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 130 პირველკლასელი დარეგისტრირდა
2 სექტემბერი პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო დღეა
რამდენი თავისუფალი ადგილია ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის