FM97.5 / LIVE
უნივერსიტეტის სარდაფში ინახება, ახალციხის ციხეზე არსებულ იმ ფართში გადაიტანენ, სადაც ერთ დროს "პუმას" მაღაზია იყო. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ადგილი უკვე შეისწავლა, თუმცა, გადატანის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.">

სარდაფში გამოკეტილ მუზეუმის ფონდს ახალციხის ციხეზე გადაიტანენ

მთავარისაზოგადოება 16.06.2015
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ექსპონატების ნაწილს და სამეცნიერო ბიბლიოთეკას, რაც ამ დროისთვის, უნივერსიტეტის სარდაფში ინახება, ახალციხის ციხეზე არსებულ იმ ფართში გადაიტანენ, სადაც ერთ დროს "პუმას" მაღაზია იყო. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ადგილი უკვე შეისწავლა, თუმცა, გადატანის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

სარდაფში გამოკეტილ მუზეუმის ფონდს ახალციხის ციხეზე გადაიტანენ
ფართი, სადაც ფონდს გადაიტანენ. ფოტო "სამხრეთის კარიბჭეს" არქივიდან

სამცხე–ჯავახეთის ისტორიის ეროვნული მუზეუმის მენეჯერის, ციური ლაფაჩის განმარტებით, გასულ კვირას ახალციხეში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც სამეცნიერო ბიბლიოთეკას და მუზეუმის ექსპონატებს განათავსებენ.

„იყო ჩამოსული კომისია, კეთდება პროექტი, რომლის მიხედვითაც გაირკვევა რამდენი ვიტრინაა საჭირო, სადგარები, კარადები და ა. შ. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ წიგნები და ექსპონატები დავალაგოთ ვიტრინებში, მანამდე სანამ არ გვექნება შესაბამისი ფონდების შენობა“, – ამბობს ციური ლაფაჩი.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ექსპონატები და სამეცნიერო ბიბლიოთეკა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარდაფში 2012 წლის აგვისტოში ჩაიტანეს, მას შემდეგ, რაც რაბათში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ახალციხი ციხის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ექსპონატების ნაწილი განახლებულ მუზეუმში აიტანეს და ვიტრინებში განათავსეს. ნაწილი კი ისევ სარდაფში დარჩა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სარდაფში გამოკეტილი მუზეუმის ფონდი 'ახალციხის ციხეზე' ჯერ არ გადაუტანიათ
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ეთნოგრაფიულ ფონდს, რომელიც 5 წელია სარდაფშია გამოკეტილი, დარბაზში გადაიტანენ
მუზეუმის სამეცნიერო ფონდისთვის ერთი წელია თაროებს ამზადებენ
კვირის აქცენტი: სარდაფში გამოკეტილი ისტორია [Video]
საცავის ნაცვლად სარდაფში – ექსპონატების ხუთწლიანი ‘ტყვეობა’
ხელისუფლება უნიკალური ფონდის გადასარჩენად არაფერს გეგმავს
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ფონდსაცავისთვის პროექტი მზადდება