FM97.5 / LIVE
მთლიანად გადახადა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ეზოში ჩამოვარდნილმა სახურავმა კი რამდენიმე მსუბუქი მანქანაც დააზიანა.">

ძლიერი ქარის გამო ახალციხეში ორი ადამიანი დაშავდა [Photo]

მთავარისაზოგადოება 23.04.2013
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსს ძლიერმა ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ეზოში ჩამოვარდნილმა სახურავმა კი რამდენიმე მსუბუქი მანქანაც დააზიანა.

ძლიერი ქარის გამო ახალციხეში ორი ადამიანი დაშავდა [Photo]
შემთხვევა დაახლოებით დღის 14:30 წუთზე მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ძლიერმა ქარმა ხუთსართულიან ბინას სახურავი მთლიანად გადახადა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სასმახურის თანამშრომლები და პოლიციელები. დასარალებული მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მოინახულეს.

ასპინძის ქუჩის 28-ე კორპუსთან გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

- ”სახურავის ქვეშ დაახლოებით ოთხი მანქანა მოყვა. ზიანი დაითვლება და ეზოს ჩამოყრილი სახურავისგან გავწმენდთ”, - ამბობს სამაშველო სამსახურის უფროსი სპეციალისტი შოთა მელაძე.

შემთხვევის შედეგად ორი მოქალაქე, 35 წლის მამაკაცი და 60 წლის ქალბატონი მსუბუქად დაშავდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაზარალებული თავისი ფეხით ავიდა სახლში და მოგვიანებით სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა სახლში ააკითხა.

- ”თავი ჰქონდა დაზიანებული მსუბუქად, შევთავაზე რომ სახლამდე მაინც მივაცილებდი, თუმცა არ დამთანხმდა”, - ამბობს იზა კვინიკაძე.

მსუბუქი ტრამვებით დაზარალებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ”უნიმედი სამცხეს” ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დაზარალებულებს შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდათ და მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ.

- ”მამაკაცს კოჭის ძვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა, დაედო თაბაშირი და გავწერეთ. რაც შეეხება 60 წლის ქალბატონს, მას თავის ქალის ტრამვა, ტვინის შერყევა აღენიშნებოდა, ჩაუტარდა შესაბამისი გადაუდებელი დახმარება და პაციენტმა საავადმყოფო ხელწერილის საფუძველზე დატოვა”, - განმარტავს ”უნიმედი სამცხეს” ახალციხი სამედიცინო დაწესებულების მიმღებ-ამბულატორიული განყოფილების გამგე ნინო მანველიშვილი.

ხუთსართულიანი კორპუსის ეზოში ჩამოყრილმა სახურავმა იქვე მდგარი ოთხი მსუბუქი ავტომანქანა დააზიანა. ასევე დაზიანდა ელექტროენერგიის ხაზები და ბუნებრივი აირის მილები. რის გამოც ამ დრომდე აღნიშნულ პორპუსს არც გაზი და არც ელექტროენერგია არ მიეწოდება.

- ”ძალიან ძლიერი ხმა გავიგეთ, რომ გადმოვიხედეთ მთელი სახურავი ძირს იყო ჩამოყრილი, არც დენი გვაქვს არც გაზი სრულიად მოვწყდით ყველაფერის”, - გვიყვება ამ კორპუსში მცხოვრები მარინე კაჭკაჭაშვილი.

დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ სახურავი ძველ ფიცრებზე გადაიხურა და ამიტომ ძლიერმა ქარმა ადვილად გადახადა.

- ”მარტო სახურავი შევცალეს და ძველი ფიცრები დატოვეს. ამიტომ გადაიხადა მთლიანად,” - ამბობს ამავე ბინაში მცხოვრები ენრიკო კაპანაძე.

ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

” დროებით ”პალატკებით” გადახურავენ, რადგან წვიმის შემთხვევაში მოსახლოება არ დაზარალდეს. შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან ბრალეულებას, თუ დადგინდა რომ მშენებელი კომოანიის მიერ არის რამე შეცდომა გაპარული, ის ვალდებულია ზიანი აანაზღაუროს და ბინა გადახუროს”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსულებელი ბესიკ ბლიაძე.

შეგახსენებთ, რომ სტიქიით დაზარალებულთათვის პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხით მრავალბინიანი სახლების გადახურვა გასული წლის შემოდგომით დასრულდა. ასპინძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ”გონიო”ასრულებდა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე გელა დემეტრაძე განმარტავს , რომ სახურავის დაზიანება შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ კორპუსი აშენებისთანავე არასწორად გადახურეს.

- ”ჩემი აზრით მშენებლს წუნს ვერ დავუდებთ, იმიტომ, რომ სახურავზე თუნუქის ფურცელი ავარდნილი არცერთ ადგილას არაა. უბრალოდ ამაში დამნაშავე იყო ის მშენებელი, რომელმაც ეს შენობა თავის დროზე გადახურა. ”კომუნისტების”პერიოდი მაქვს მხედველობაში. რამდენედაც ვიცი გამოძიება დაწყებულია და დაადგენს თუ ვისი ბრალეულებაა ამ შემთხვევაში. თუ დადგინდა, რომ ეს შპს”გონიოს” ბრალია, მაშინ მათ მოუწევთ დაზიანებული სახურავის შეკეთება. თუ ეს ფორსმაჟორული იყო და ქარმა გამოიწვია, მაშინ მისი შეკეთება ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწევს”, - ამბობს გელა დემეტრაძე.



[თინათინ ზაზაძე,ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა სოფელ აწყვიტაში სახლს სახურავი გადახადა
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
ასპინძის ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ჩუნჩხაში ქარმა სახურავი სახლებსაც გადახადა [Photo/Video]
როდის გადაიხურება ძლიერი ქარის გამო გადახდილი სახურავი