FM97.5 / LIVE

ძლიერმა ქარმა სოფელ აწყვიტაში სახლს სახურავი გადახადა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 25.03.2018
ასპინძის სოფელ აწყვიტაში, ძლიერმა ქარმა ტატურაშვილების საცხოვრებელი სახლი დააზიანა. სტიქიამ შენობას სახურავი მთლიანად გადახადა.

ძლიერმა ქარმა სოფელ აწყვიტაში სახლს სახურავი გადახადა

ძლიერი ქარი სოფელ აწყვიტაში 24 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე იყო. როგორც ტატურაშვილების ოჯახში ამბობენ, თუნუქის მასალა, რომელიც ქარმა შენობიდან აგლიჯა, გამოუსადეგარია.

"კოჭებიანად, ფიცრიანად ყელაფერი აგლიჯა. მასალაც აღარ გამოდგება. სულ დალეწა და დიდ მანძილზე წაიღო. 18–20 მეტრი "პლოშადი" და კიდევ სახლის სახურავი სულ გადახადა. ჩემმა მეუღლემ ფიცრებით ცოტა შეაკეთა, რომ ღამე წყალი არ ჩამოსულიყო", – განმარტავს ოჯახის დიასახლისი ლალი ბათმანაშვილი.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ჯერ არ მიუმართავთ, თუმცა საკუთარი ძალებით სახურავის შეკეთებას ვერ შეძლებენ – "შაბათი იყო, არ იყო სამუშაო დღეები და არავისთვის მიგვიმართავს, ველოდებით ორშაბათს".

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე ამბობს, რომ აწყვიტაში მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქვს – "როგორც ვიცით, ფარდული იყო სახლზე მიდგმული და იმას გადახადა სახურავი, ინფორმაცია მომაწოდა სოფლის დეპუტატმა. შაბათ–კვირას კომისია ვერ შეიკრიბებოდა. ორშაბათს გავუშვებთ კომისიას და ვნახავთ რამდენად არის დაზიანებული. თუ სახლს აქვს პრობლემა სხვა პროცედურებია ჩასატარებელი, თუ მართლაც ფარდულია სხვა".

კითხვაზე, რა მდგომარეობაა ასპინძის სხვა სოფლებში, 24 მარტს დაფიქისირებული ძლიერი ქარის შემდეგ, ასპინძის მერი ამბობს, რომ სტიქიის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი სხვა დასახლებებში არ ფიქსირდება.

"მხოლოდ ხერთვისი ახალქალაქის მონაკვეთზე იყო ორი ხე წაქცეული. ჩვენი სამაშველო სამსახური გავიდა ოპერატიულად და სადღაც ათ წუთში ყველაფერი რიგზე იყო", – განმარტავს როსტომ მაგრაქველიძე.

ძლიერმა ქარმა სოფელ აწყვიტაში სახლს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა სოფელ აწყვიტაში სახლს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა სოფელ აწყვიტაში სახლს სახურავი გადახადა

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ აწყვიტაში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
სოფელ ჩუნჩხაში ქარმა რიტუალების სახლს სახურავი გადახადა [Photo]
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა ასპინძაში შენობებს  სახურავი გადახადა
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
სოფელ ჩუნჩხაში ქარმა სახურავი სახლებსაც გადახადა [Photo/Video]
აბასთუმანში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა [ფოტო]