FM97.5 / LIVE

აქციისთვის ახალციხეში საგანგებოდ არ ემზადებიან

მთავარიპოლიტიკა 19.04.2013
რამდენი კაცი წავა ხვალ ახალციხიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე და რამდენად აქვთ მხარდაჭერის იმედი ახალციხიდან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს;

აქციისთვის ახალციხეში საგანგებოდ არ ემზადებიან
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რიონულ ოფისში განსაკუთრებული ხალხმრავლობა არ იყო.

”დიდ საორგანიზაციო სამზადისში არ ვართ, ვფიქრობ, ეს შესამჩნევიცაა. ხალხი საკუთარი სურვილითა და ინიციატივით იკრიბება. ნაწილი საკუთარი მანანებით წავა, ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, - ამბობს „ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა დემეტრაძე.

მსუბუქი მანქანები, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები რომ არ იდგება ხვალ დილით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მაკა სუდაძეც საუბრობს: „ხვალინდელი დღე ერთგვარი ტესტია, ხალხმა გამოცდა უნდა ჩააბაროს თუ რამდენად გათავისუფლდა წნეხისგან“.

მისი თქმით, ეს აქცია არ იქნება პოლიტიკური ვნებით გამორჩეული: „აქ იქნება უბრალოდ დაფიქსირება პოზიციის ქვეყნის კურსთან დაკავშირებით“.

სუდაძე ფიქრობს, რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ხალხის ბუნებიდან გამომდინარე ხვალ აქციაზე ბევრი არ წავა: „არ წავლენ იმიტომ კი არა, რომ განწყობა არ არის ჩვენი მხარდაჭერის, უბრალოდ ბუნება აქვთ ისეთი, რომ აქციებზე სიარული და პოზიციის ასე გამოხატვა არ უყვართ“.

სუდაძე ვარაუდობს, რომ ხვალ აქციაზე ახალციხიდან მაქსუმუმ 200 კაცი წავა, რეგიონის მასშტაბით კი დაახლობით ხუთასი.

არ ემთხვევა ერთმანეთს დემეტრაძისა და სუდაძის მოლოდინი. გუბერნატორის მოადგილე ფიქრობს რომ ხვალ აქციაზე ახალციხიდან ასობით ადამიანი წავა, რეგიონიდან კი ათასზე მეტი.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი მამუკა კურტანიძე ამბობს, რომ მობილიზება უკვე გაკეთებულია და ხვალ ახალციხიდან დაახლოებით 500 კაცი წავა: „მხოლოდ ერთი კორპუსიდან 15 კაცი მოდის და ვფიქრობ ეს ცოტა არაა“.

„ნაციონალების“ მხარდამჭერების რაოდენობის შესახებ წინასწარ პროგნოზის გაკეთება უჭირს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენლეს გია ანდღულაძეს.

”არ ვიცი რამდენი ადამინი წავა. მეგონა, მაჟორიტარი დეპუტატი იაქტიურებდა „ნაციონალებიდან“, მაგრამ როგორც თქვენი სტატიებიდან გავიგე, არ აქტიურობს“, - ამბობს ანდღულაძე და ამატებს, რომ ხვალ აქციაზე ძირიადად ისეთი ადამიანები წავლენ, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პრობლემები შეექმნათ.

გელა დემეტრაძე ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ მათი მხარდამჭერების რაოდენობა არ შემცირებულა: „ვფიქრობ ვერც წვიმიანი ამინდი შეგვიშლის ხელს, ვისაც წამოსვლა უნდა წამოვა“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა
გელა დემეტრაძე: სამცხე-ჯავახეთიდან, 15 ნოემბერს, აქციაზე 1500 კაცი წავა
გელა დემეტრაძე: ”შავი სამყაროა” ჩართული, რომ ხალხი აქციაზე არ წავიდეს”
ახალციხიდან თბილისისკენ 'ნაციონალური მოძრაობის' კოლონა დაიძრა
დღის კითხვა: მიდიხართ თუ არა 21 მარტს აქციაზე [Video]
”ნაციონალების” თავმჯდომარე: ვერულაშვილი და ახალია ”ოცნებასთან”  არიან გარიგებული
მიდიან თუ არა სამცხე–ჯავახეთიდან ენმ–ს წევრები ორი დეკემბერის აქციაზე