FM97.5 / LIVE

გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა

მთავარიპოლიტიკა 19.03.2015
რამდენი ადამიანის მობილიზებას აპირებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაცია 21 მარტის აქციისთვის და აქვთ თუ არა მხარდამჭერების იმედი ახალციხეში.

გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა

21 მარტს, თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას სამცხე – ჯავახეთიდანაც შეუერთდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ახალციხის რაიონულ ოფიში აქციისთვის უკვე ემზადებიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე ამბობს, რომ ახალციხიდან აქციაზე 2.000 კაცი წავა: „განსაკუთრებული მზადება არ გვჭირდება, ძალიან ბევრი თავისი სურვილით მოდის ჩვენს ოფისში და აქციაზე წასასვლელად ეწერება“.
გელა დემეტრაძე ამბობს, რომ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები საკუთარი ავტომანქანებითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით წავლენ.

მისივე თქმით, თუ „ოცნების“ მხრიდან რაიმე პროვოკაციას ადგილი არ ჰქონდა, აქცია მშვიდობიანად ჩაივლის: „ჩვენ არ მივდივართ ავტომატებით და ხელკეტებით. ჩვენი მხრიდან პროვოკაციაზე საუბარი ზედმეტია თუ „ოცნების“ მხრიდან არ იქნა დაგეგმილი რაღაც მსგავსი ქმედებები“.

„აქციაზე მივდივართ იმის გამო, რომ მთავრობამ ჩვენი იმედები ვერ გაამართლა, არ არის არანაირი წინსვლა ქვეყანაში. მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას და იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება“, – ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის ორგანიზაციის წევრი ნიკოლოზ ხიზაძე.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტს, 16:00 საათზე, თბილისში აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს გააპროტესტებენ და საქართველოს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღის კითხვა: მიდიხართ თუ არა 21 მარტს აქციაზე [Video]
გელა დემეტრაძე: სამცხე-ჯავახეთიდან, 15 ნოემბერს, აქციაზე 1500 კაცი წავა
აქციისთვის ახალციხეში საგანგებოდ არ ემზადებიან
ახალციხიდან თბილისისკენ 'ნაციონალური მოძრაობის' კოლონა დაიძრა
თბილისში დაგეგმილ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდებიან
„რუსთავი  2“-ის აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც უერთდებიან
ენმ–ს აქციას მხარდამჭერები ახალციხიდანაც შეუერთდებიან