FM97.5 / LIVE

ახალციხიდან თბილისისკენ 'ნაციონალური მოძრაობის' კოლონა დაიძრა

მთავარიპოლიტიკა 21.03.2015
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების კოლონა ახალციხიდან უკვე გავიდა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა.

ახალციხიდან თბილისისკენ 'ნაციონალური მოძრაობის' კოლონა დაიძრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საბარგო სადგურზე დღეს დილის 10:00 საათიდან შეიკრიბნენ. მათ ასპინძიდან მომავალი მხარდამჭერების ნაწილიც შეუერთდა.

აქციაზე მიმავალი ადგილობრივები ქვეყანში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას, პოლიტიკურ დევნასა და ქვეყნის განვითარების შეჩერებას აპროტესტებენ.

„ლარი გაუფასურდა, ცხოვრება გაძვირდა, ქვეყნის განვითარებაც შეჩერდა, წინ აღარაფერი მიდის. ამიტომ მივიდვართ აქციაზე, რომ ჩვენი პროტესტი დავაფიქსიროთ და მოვუწოდოთ მთავრობას გადადგეს“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგაში მცხოვრები ფრიდონ ყიფიანი.

ახალციხიდან აქციის მონაწილეები იმ განწყობით წავიდნენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებას გამოაფხიზლებენ და თუ არ გადადგებიან, ქვეყნის მშენებლობას მაინც დაიწყებენ.

„ალბათ გამოვაფხიზლებთ ამ ხელისუფლებას და თუ არ გამოფხიზლდებიან, მაშინ გადადგნენ და ადგილი დაუთმონ მათ, ვისაც ქვყენის შენება, განვითარება და მასზე ზრუნვა შეუძლია“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მიდის აქციაზე ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა ჩიტაშვილიც: „ორი წელია ზედიზედ ბიუჯეტის გარღვევაა, მეტი რაღა უნდა მოხდეს, მოვითხოვთ, რომ ეს მთავრობა გადადგეს“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციაზე გამგზავრების წინ მათთვის ხელი არავის შეუშლია და ზეწოლის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

ახალციხიდან თბილისისკენ 'ნაციონალური მოძრაობის' კოლონა დაიძრა

ახალციხიდან თბილისისკენ 'ნაციონალური მოძრაობის' კოლონა დაიძრა

ახალციხიდან თბილისისკენ 'ნაციონალური მოძრაობის' კოლონა დაიძრა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა
დღის კითხვა: მიდიხართ თუ არა 21 მარტს აქციაზე [Video]
გელა დემეტრაძე: სამცხე-ჯავახეთიდან, 15 ნოემბერს, აქციაზე 1500 კაცი წავა
ენმ-ს აქციაზე ახალციხისა და ასპინძის კოლონა გაემგზავრა [Video]
აქციისთვის ახალციხეში საგანგებოდ არ ემზადებიან
ენმ–ს კოლონა ახალციხიდან თბილისისკენ დაიძრა [Photo]
ენმ–ს აქციას მხარდამჭერები ახალციხიდანაც შეუერთდებიან