FM97.5 / LIVE

გელა დემეტრაძე: სამცხე-ჯავახეთიდან, 15 ნოემბერს, აქციაზე 1500 კაცი წავა

მთავარიპოლიტიკა 13.11.2014
სამცხე-ჯავახეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციები 15 ნოემბრის საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან;

გელა დემეტრაძე: სამცხე-ჯავახეთიდან, 15 ნოემბერს, აქციაზე 1500 კაცი წავა
რეგიონის მასშტაბით „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რაიონული ოფისი, ბოლო დღეების განმავლობაში, აქციის ორგანიზებითაა დაკავებული.

„დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი გვაკითხავს, ვამზადებთ ტრანსფარანტებს“, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე.

რეგიონის მასშტაბით შტაბებს კოორდინირებას, სწორედ ახალციხის ოფისი უწევს.

„სამცხე-ჯავახეთიდან, საკმაოდ კარგი შემადგენლობით, დაახლოებით, 1500 კაცი წავა“, - ამბობს დემეტრაძე.

მისი თქმით,აქციაზე წასვლის მსურველი ბევრია: „ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები არ გვაქვს, ყველა თავისი ხარჯით მოდის. ასევე, ვცდილობთ მანქანებში, სადაც ადგილია ეს ხალხი გადავანაწილოთ და ვისაც წამოსვლა უნდა გული არ დავწყვიტოთ“.

აქციაზე წასვლის მსურველი რომ ბევრია, ამაზე ბორჯომში „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვეფხია გრიგალაშვილიც საუბრობს: „ბევრი ბორჯომელი თბილისშია წასული და იქ შემოგვიერთდება. ბორჯომიდან დაახლოებით 100 კაცი წავალთ“.

ადიგენიდან 15 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, სიმონ პარუნაშვილის განცხადებით, დაახლოებით 300 კაცი გეგმავს წავლას.

„ბევრს ეშინია წამოსვლა, თუმცა, მათთვის არავის არაფერი უთქვამს, მუქარას, ან რაიმე მსგავსს ადგილი არ ჰქონია, თვითონ ფრთხილობენ, ეშინიათ სამსახური არ დაკარგონ, ან მათ ახლობლებს პრობლემები არ შეექმნათ“, - აცხადებს პარუნაშვილი.

ხელისშეშლის მცდელობა არც ბორჯომში ჰქონია არავის. მსგავსი ფაქტი არც ახალციხეში დაფიქსირებულა.

„სამარშრუტო ტაქსის მძღოლი აპირებდა წამოსვლას, მერე მოვიდა და უარი გვითხრა, რატომ არ ვიცით“, - ამბობს დემეტრაძე.

რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების განცხადებით, „აქციაზე პომპეზურად გამგზავრება არ იგეგმება“: „არ იქნება კოლონა და შეძახილები. არ გვინდა ზედმეტი პრობლემები“.

მათი თქმით, 15 ნოემბრის საპროტესტო აქცია, უახლოეს დღეებში თუ არა, სამომავლოდ მაინც შედეგს გამოიღებს და საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ლოიალურ პოლიტიკას შეცვლის.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა
აქციისთვის ახალციხეში საგანგებოდ არ ემზადებიან
დღის კითხვა: მიდიხართ თუ არა 21 მარტს აქციაზე [Video]
ახალციხიდან თბილისისკენ 'ნაციონალური მოძრაობის' კოლონა დაიძრა
გელა დემეტრაძე: ”შავი სამყაროა” ჩართული, რომ ხალხი აქციაზე არ წავიდეს”
ენმ ახალციხე: აქცია 'ოცნების' მიერ დაქირავებულმა ზონდერ ბრიგადებმა მოაწყეს
გელა დემეტრაძე: ხალხის ნდობა არ დაგვიკარგავს