FM97.5 / LIVE

გელა დემეტრაძე: ”შავი სამყაროა” ჩართული, რომ ხალხი აქციაზე არ წავიდეს”

მთავარიპოლიტიკა 18.04.2013
არის თუ არა ზეწოლა ”ნაციონალების” აქტივისტებზე; რატომ ახსენებენ ყოფილ პატიმრებს და რას პასუხობს ბრალდებებს ვაჟა მაისურაძე, ზედმეტ სახელად ”სპაი”, რომელმაც ციხე პირველ თებერვალს დატოვა.

გელა დემეტრაძე: ”შავი სამყაროა” ჩართული, რომ ხალხი აქციაზე არ წავიდეს”
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის და სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილის გელა დემეტრაძის განცხადებით, პარტიის აქტივისტებს აშინებენ, რომ ხვალ ისინი აქციაზე არ წავიდნენ.

”ფაქტებით ამას ვერ დავადასტურებ. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან. გაფრთხილებული ჰყავთ ტაქსის მძღოლები, რომ ხვალ თბილისში წასვლა არ გაბედონ. ასევე, ცდილობენ ზეწოლას სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე”, - აცხადებს დემეტრაძე.

მისივე განცხადებით, ”შავი სამყაროა” ჩართული, რომ ხალხი აქციაზე არ წავიდეს: ”არის მუქარა, რომ ფეხებს დაამტვრევენ ვინც თბილისში წავა. ამაზე ის ადამიანები, ვისაც დაემუქრნენ, არ ისაუბრებენ”.

დემეტრაძე ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ ფაქტებით საუბარი გაუჭირდება და ამას ვერ დაადასტურებს, თუმცა, როგორც ახალციხელს ასეთი რამ განსაკუთრებით სწყინს: ”ეს ხალხი თუ იმისთვის გამოუშვეს, რომ მსგავსი ქმედებებისთვის სჭირდებათ, მაშინ კარგად ყოფილა ჩემი საქმე. პოლიტპატიმრებს და ზოგადად პატიმრებს ვგულისხმობ, ვინც ციხეები არჩევნების შემდეგ დატოვეს”.

”ნაციონალი” აქტივისტების დაშინებისა და გაფრთხილების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა” კავშირის წარმომადგენელი გიორგი ანდღულაძეც საუბრობს. თუმცა, ისევე როგორც დემეტრაძეს, მასაც კონკრეტული ფაქტების მოყვანა უჭირს და ამბობს, რომ არაოფიციალური ინფრომაცია აქვს კონკრეტული საუბრების შესახებ.

”მუქარასაც ვერ დავარქმევთ, ეს უფრო გაფრთხილებაა, თუმცა, როგორც ვიცი, ამაში ოფიციალური პირები არ მონაწილეობენ”, - ამბობს ანღულაძე.

ზეწოლების შესახებ ინფრომაციას კატეგორიულად უარყოფენ ახალცხიეში ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მაკა სუდაძე და ამავე პარტიის აქტივისტი მამუკა კურტანიძე.
”დასამალი არაფერია და არც არავის მეშინია, მაგრამ ზეწოლა ნამდვილად არ არის”, - გვითხრა კურტანიძემ.

სუდაძის თქმით, ზეწოლა შეიძლება მასზე განხორციელდეს, ვისაც დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი აქვს: ”ზეწოლები არ არის, არავინ არავის შეუშინებია. ეს მხოლოდ ხალხის უსაფუძვლო შიშია, რომ თუ მისი ახლობელი საჯარო სამსახურში მუშაობს და აქციაზე წავა, სამსახურიდან გაათავისუფლებენ”.

როგორც ”სამხრეთის კარიბჭესთან” ანონიმური რესპონდენტები აცხადებენ, ”ნაციონალი” აქტივისტების დაშინებას ყოფილი პატიმარი ვაჟა მაისურაძე ცდილობს.

მაისურაძე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

”გამორიცხულია, არავინ შემიშინებია, მითხარით ვინ თქვა და გნებავთ მასთან ერთად ვისაუბროთ. მსგავსი საუბარი არავისთან მქონია”, - გვითხრა მაისურაძემ, რომელმაც ციხე 7 წლის შემდეგ, მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აქციისთვის ახალციხეში საგანგებოდ არ ემზადებიან
გელა დემეტრაძე: სამცხე-ჯავახეთიდან, 15 ნოემბერს, აქციაზე 1500 კაცი წავა
გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა
”ნაციონალების” თავმჯდომარე: ვერულაშვილი და ახალია ”ოცნებასთან”  არიან გარიგებული
დღის კითხვა: მიდიხართ თუ არა 21 მარტს აქციაზე [Video]
გელა დემეტრაძე: ხალხის ნდობა არ დაგვიკარგავს
ზეწოლა ”ნაციონალებზე” თუ გაბაშვილის გამოგონილი ამბები