FM97.5 / LIVE

ვაჟა ჩიტაშვილი: ”აქციების მოტრფიალე არ ვარ”

მთავარიპოლიტიკა 15.04.2013
ელოდება თუ არა ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებს 19 აპრილის აქციაზე ახალციხის მაჟორიტარი ”ნაციონალებიდან” ვაჟა ჩიტაშვილი და რატომ არ აკეთებს ის მთავრობის მისამართით რადიკალურ განცხადებებს

ვაჟა ჩიტაშვილი: ”აქციების მოტრფიალე არ ვარ”

ჩიტაშვილი 19 აპირლს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციას დაესწრება, თუმცა, რამდენი ადამიანი შეუერთდება მისი მუნიციპალიტეტიდან მიტინგს, პროგნოზის გაკეთება უჭირს. ამბობს, რომ ეს ხალხის გადასაწყვეტია, მათ აქციაზე წასვლას არავინ დააძალებს და პირიქით.

”არავინ დაბლოკავს ხალხს აქციაზე არ წახვიდეთო. მოსახლეობის განწყობაც არ განისაზღვრება იმით თუ ვინ დაესწრება აქციას და ვინ არა. ახლა ისეთი დროა, ურჩევნიათ თავიანთ კარ-მიდამოს მიხედონ, ანუ შეიძლება ვიღაცა სახლში დარჩეს, მაგრამ ამავე დროს ყოფილი ხელისულფების მხარდამჭერი იყოს”, - ამბობს ჩიტაშვილი და ამატებს, რომ საგაზაფხულო სამუშაოებიც რომ არ ემთხვეოდეს დაანონსებულ აქციას, ახალციხე თბილისიდან საკმაოდ შორსაა.

გასული წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ახალციხეში 36 407 ამორმჩევლიდან 16 868-მ ხმა ”ნაციოანლურ მოძრაობას” მისცა, ”ქართულმა ოცნებამ” კი 4 797 ხმა მიიღო.

ჩიტაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის განწობა არ შეცვლილა, თუმცა, არიან ისეთები, რომლებსაც ”ახალ ხელისუფლებასთან ახლოს ყოფნა უნდათ”.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობის განწყობა იმიტომ ვერ შეიცვლებოდა, რომ ჯერ ქვეყანაში არათუ წინსვლა არამედ განვითარების შეფერხება უფრო იგრძნობა: ”დრო უნდა მივცეთ ახალ ხელისულფებას საქმის საკეთებლად. თუ აკვირდებით მაინცადამაინც რადიკალურ განცხადებებს არ ვაკეთებ. დაე მართონ და პასუხი დაპირებების შესრულებაზე მომავალი არჩევნების დროს მოვთხოვოთ”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

19 აპრილს დაგეგმილი აქცია და მოსახლეობის განწყობა მესხეთში
ვაჟა ჩიტაშვილი - ამ კადრების გამო ამომრჩეველთან თავის მართლება მოგვიხდება
ვაჟა ჩიტაშვილი: ჩვენ დავკარგეთ 4 წელი, მაგრამ არ დაგვიკარგავს იმედი
ვაჟა ჩიტაშვილი: რაც მინდოდა ამ არჩევნებიდან, მივიღე
ვაჟა ჩიტაშვილი: წყალთბილაში მოსახლეობა უბანზე მიკროავტობუსებით მიჰყავთ
'ჩემი კანდიდატურა განიხილება' – ვაჟა ჩიტაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე
ვაჟა ჩიტაშვილი 'სამხრეთის კარიბჭეში'გასულ „დღის კითხვას“ ეხმაურება