FM97.5 / LIVE

”ნაციონალების” თავმჯდომარე: ვერულაშვილი და ახალია ”ოცნებასთან” არიან გარიგებული

მთავარიპოლიტიკა 18.04.2013
განცხადებები მერაბიშვილის წინააღმდეგ ყოფილი თანაპარტიელების მხრიდან და ”ნაციონალებიდან” წასული ცნობილი სახეები; რას ამბობენ ახალციხეში ახალაიასა და ვერულაშვლის განცხადებებზე და როგორ აფასებენ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს

”ნაციონალების” თავმჯდომარე: ვერულაშვილი და ახალია ”ოცნებასთან”  არიან გარიგებული
ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ახალციხეში მაკა სუდაძე აცხადებს, რომ ბოლო დროს ”ნაციონალებიდან” წასული უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებები პარტიის ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული წევრის, ვანო მერაბიშვილის მისამართითაა გაკეთებული.

სუდაძე ფიქრობს, რომ ასეთი ქმედებებით პარტიას ვერაფერს დააკლებენ, რადგან ”ნაციონალური” მოძრაობა კარგად შეკრული გუნდია: ” სხვა რამ მაშინებს, თუ ახალია და ვერულაშვილი ფლობდნენ მსგავსი სახის ინფორმაციებს და ამდენი ხნის განმავლობაში მალავდნენ, ეს დანაშაულია პარტიისა და ხალხის წინაშე. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ახლა პასუხს უნდა აგებდნენ თავიანთ განცხადებებზე”.

სუდაძე აცხადებს, რომ იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას, თუმცა, ფიქრობს, რომ აქვს უფლება გამოთქვას ვარაუდი, რომ ახალია და ვერულაშვილი გარიგებაში არიან ”ქართულ ოცნებასთან”: ”ვფიქრობ, მათი განცხადებები არ დადასტურდება, თუმცა ეს ყველაფერი იმოქმედებს ხალხის ფსიქიკაზე”.

კითხვაზე რატომ ცდილობენ თანაპარტიელები თავიანთი ”ხერხემლის” წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებას, ”ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის” ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა დემეტრაძე გვპასუხობს: ”ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი”.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ”დემოკრატ მესხთა კავშირის” წარმომადგენელს გიორგი ანდღულაძეს უჭირს ივარაუდოს, რა მიზნით კეთდება ბოლო დროს ”ნაციონალური მოძარაობის” წინააღმდეგ ასეთი განცხადებები: ”ამის გასარვევად დროა საჭირო. რაღაც რომ ხდება პარტიაში, აშკარაა, მაგრამ რა ხდება, ნამდვილად არ ვიცი. რაც შეეხება პარტიის შესუსტებას, ვფიქრობ დადგა დრო, რომ წავიდეს პარტიიდან ყველა ის ადამიანი, ვისაც სხვა პოზიციები აქვს”.

ანდღულაძე და სუდაძე ფიქრობენ, რომ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები 19 აპრილს დაგეგმილ აქციას საეჭვოდ ემთხვევა. თუმცა ფიქრობენ, რომ იმას ვინც აქციაზე წასვლას გეგმავს, ეს ხელს არაფერში შეუშლის.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აქციისთვის ახალციხეში საგანგებოდ არ ემზადებიან
გელა დემეტრაძე: ”შავი სამყაროა” ჩართული, რომ ხალხი აქციაზე არ წავიდეს”
გელა დემეტრაძე: ხალხის ნდობა არ დაგვიკარგავს
გელა დემეტრაძე: სამცხე-ჯავახეთიდან, 15 ნოემბერს, აქციაზე 1500 კაცი წავა
ახალციხის თემში „ნაციონალების“ ფრაქციას სხვა შემადგენლობით არეგისტრირებენ
ახალციხელები ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ
‘ვანომ არ იცის გარეთ რა ხდება’ – სამცხე–ჯავახეთში მერაბიშვილის განცხადებას აფასებენ