FM97.5 / LIVE

გელა დემეტრაძე: ხალხის ნდობა არ დაგვიკარგავს

მთავარიპოლიტიკა 29.10.2013
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გელა დემეტრაძის თქმით, 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა. თუმცა, გარკვეული დარღვევები მაინც დაფიქსირდა.

გელა დემეტრაძე: ხალხის ნდობა არ დაგვიკარგავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 27 ოქტობრეს ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები იმყოფებოდნენ და აგიტაციას ეწეოდნენ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომომადგენლების გამოჩენისთანავე უბანს ტოვებდნენ.

„გაყალბების შესახებ აშკარა სიგნალი არ მოგვსვლია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი იმისთვის, რომ ნებისმიერ უბანზე, ნებისმიერი შედეგი დაედო. ვგულისხმობ იმას, რომ საარჩევნო კომისიები უმეტესად მათი წარმომადგენლებით დაკომპლექტდა“, - ამბობს გელა დემეტრაძე.

მისივე თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტში ყოველმა მესამე ამომრჩეველმა მხარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს დაუჭირა. გელა დემეტრაძე ამბობს, რომ ეს მათ პარტიას მომავალში ბრძოლის გაგრძელების სტიმულს აძლევს.

„იმ სიტუაციის შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო, ვფიქრობ, რომ კარგი შედეგი მივიღეთ. მოსახლეობა დღე და ღამე ჩვენს ლანძღვას ისმენდა, მაგრამ ამ ფონზე ყოველმა მესამე ამომრჩეველმა მხარი დაგვიჭირა. ვფიქრობ, რომ ხალხში ნდობა არ დაგვიკარგავს და მათ ახსოვთ ის სიკეთე, რაც ჩვენ გაგვიკეთებია“, - ამბობს გელა დემეტრაძე და ამატებს, რომ მიუხედავად არჩევნების შედეგებისა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას განაგრძობს და მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურად მოემზადება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა
ენმ: ‘დეპუტატები და რწმუნებულები პედაგოგებს სთხოვენ ხმა ‘ოცნებას’ მისცენ’
გელა დემეტრაძე ქალაქში გაკრულ პლაკატებს მმართველ გუნდს უკავშირებს
გელა დემეტრაძე:'დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს'
გელა დემეტრაძე: სამცხე-ჯავახეთიდან, 15 ნოემბერს, აქციაზე 1500 კაცი წავა
ახალციხის მესამე საარჩევნო უბანი 'ოცნებამ' მოიგო
ცესკო: გიორგი კოპაძე 60.44, გელა დემეტრაძე 31. 03 პროცენტი