FM97.5 / LIVE

ახალციხის თემში „ნაციონალების“ ფრაქციას სხვა შემადგენლობით არეგისტრირებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.02.2017
ახალციხის თემში „ნაციონალების“ ორივე ფრაქცია დაიშალა. მათი წევრები სხვადასხვა შემადგენლობით ისევ ორ ფრაქციას ქმნიან.

ახალციხის თემში „ნაციონალების“ ფრაქციას სხვა შემადგენლობით არეგისტრირებენ
დღეს, 6 თებერვალს ახალციხის თემის საკრებულოში „ნაციოანლების“ ფრაქციას არეგისტრირებენ. ახლად შექმნილ ფრაქციაში ოთხი წევრი იქნება: კობა სანდროშვილი, ტარიელ ტაბატაძე, გიორგი ბლიაძე და კობა ბუხრიკიძე. ფრაქციის თავმჯდომარედ კი ტარიელ ტაბატაძე უკვე აირჩიეს და ახლა განცხადება კანცელარიაში შეაქვთ.

ახალციხის თემში „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი ფრაქცია ჰქონდა: „ნაციონალები“ და „ქრისტიან–კონსერვატორები“.

აქამდე „ნაციონალების“ ფრაქციას მაკა სუდაძე თავმდჯომარეობდა, წევრები კი იყვნენ ამირან ბუხრიკიძე, კობა სანდროშვილი და კახაბერ მოდებაძე.

„ქრისტიან–კონსერვატორების“ თავმჯდომარე კი ირინა გელაშვილი იყო. მის ფრაქციაში რობერტ მურადიანი, გიორგი ბლიაძე და ტარიელ ტაბატაძე ირიცხებოდნენ.

მოცემული ვითარებიდან გამომდინარე „ნაციონალების“ ფრაქციაში აღარ იქნებიან ირინე გელაშვილი, მაკა სუდაძე, რობერტ მურადიანი და კახაბერ მოდებაძე. სავარაუდოდ, ყველა მათგანი ახალ პარტიაში „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა.

„ჩვენ ყველა ახალ პარტიაში ვართ და სახელს შევიცვლით, თუმცა საბოლოოდ შეთანხმებულები მაინც არ ვართ“, – ამბობს მაკა სუდაძე.

შეგახსენებთ რომ „ნაციონალური“ მოძრაობიდან წასული წევრების ნაწილმა ახალი პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო“ 30 იანვარს დააფუძნა. მას შემდეგ კი მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების ნაწილი დაიშალა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემის საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა
ახალციხის თემის საკრებულოში ფრაქცია ‘ნაციონალების’ ხელმძღვანელი შეიცვალა
ფრაქციები საკრებულოებში – ვინ მიდის და ვინ რჩება „ნაციონალებთან“
’ოცნების’ ფრაქციას ’ქრისტიან-დემოკრატი’ თავმჯდომარე ჰყავს
დეპუტატები ახალციხის  თემში, რომლებმაც ქალაქთან მიერთებას მხარი დაუჭირეს [Video]
სახელშეცვლილი ფრაქცია ახალციხის საკრებულოში
ვინ იქნებიან ახალციხის საკრებულოს წევრები