FM97.5 / LIVE

ახალციხელები ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ

მთავარიპოლიტიკა 25.01.2013
იცვლება თუ არა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი; რას ფიქრობენ ახალციხეში

ახალციხელები ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების საფრთხეზე საუბრობენ და მთავრობისადმი სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ.

აღნიშნული საფრთხე მათ ბიძინა ივანიშვილის მიერ სომხეთში გაკეთებული განცხადების შემდეგ დაინახეს, როდესაც პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთი საქართველოსთვის შესაძლოა, კარგი მაგალითი იყოს ქვეყნისა, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს როგორც რუსეთთან, ასევე ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირის” წარმომადგენელი გიორგი ანდღულაძე ამბობს, რომ არსებული ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია წინა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკისაგან. მიუხედავად ამისა ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური კურსი იცვლება და საქართველო რუსეთისკენ მიდის. ანდღულაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა საზოგადოების მეტი ინფორმირება ხელისუფლების მხრიდან, როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე მიმდინარე პროცესების შესახებ, რათა საზოგადოებას აღარ ჰქონდეს ეჭვების საფუძველი.

ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ”ტოლერანტის” თავმჯდომარის ცირა მესხიშვილის თქმით, პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია: ”ამაზე მეტყველებს ბოლო დროს მიღებული რეზოლუციაც, რომელშიც სიტყვა ოკუპაცია ისევე ჩაიწერა, როგორც ეს აქამდე ეწერა”.

მესხიშვილი ფიქრობს, რომ იმ განცხადებების ფონზე, რომლებიც ბოლო დროს კეთდება მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, ძნელია დააბრალო მათ კურსის ცვლილება: ”ვერ იტყვი ერთს ამბობენ და გულში მეორეს ფიქრობენო. თუ ამგვარ საფრთხეს დავინახავ, როგორც საქართველოს მოქალაქე, ამას ხმამაღლა აუცილებლად ვიტყვი”.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურისის ცვლილების საფრთხეს ვერ ხედავს ახალციხელი ნუგზარ თათეშვილიც: ”ამის არცერთი სიმპტომი არ არსებობს. ეს მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის სურვილია რომ ამაზე ილაპარაკონ, თორემ ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ გველოდება”.
მისივე თქმით, თუ გაუმჯობესდება დამოკიდებულება ყველა მეზობელთან,
თურქეთი იქნება, ეს აზერბაიჯანი, სომხეთი თუ რუსეთი, ნატოსთან და ევროკავშირთან მეგობრობა კიდევ უფრო გაგვიმარტივდება: ”ნატო და ევროკავშირი ყოველთვის მიგვითითებდა, რომ მოგვეწესრიგებინა ურთიერთობა რუსეთთან”.

ფრაქცია ”ნაციონალების” თავმჯდომარე მაკა სუდაძე აცხადებს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩენს საფუძველს საგარეო კურსის ცვლილების შესახებ ვივარაუდოთ: ”დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რომ საგარეო კურსის ცვლილება ნათლად ჩანს”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გამოკითხულთა თითქმის მესამედი პრორუსული კურსის მომხრეა –  NDI

კვირის აქცენტი: პრორუსული განწყობები ახალციხეში [video]
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
ახალციხეში საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს
NDI: უმცირესობათა დასახლებაში 12% პროდასავლურ კურსს ემხრობა, 20%  პრორუსულს
2017 წლის იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22 %-ით გაიზარდა