FM97.5 / LIVE

დაბა წაღვერში საგანგებო შტაბის სხდომა იმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.08.2017
ბორჯომში, სტიქიის ზონაში, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრი ჩავიდა, საგანგებო შტაბის სხდომა იმართება. სხდომაზე სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

დაბა წაღვერში საგანგებო შტაბის სხდომა იმართება
სხდომას საქართველოს შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და გარემოს დაცვის სამინისტროების, კრიზისების მართვის საბჭოს, ასევე, სახანძრო-სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები, ბორჯომის გამგებელი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ესწრებიან.

შეხვედრაზე ხანძრის სალიკვიდაციო გეგმას განიხილავენ, ვითარებას შეაჯამებენ და სამოქმედო გეგმას დასახავენ.

საქართველოს პრემიერის განცხადებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დგას. მისივე თქმით, ხვალიდან ცეცხლის ჩაქრობაში თურქეთიდან ორი და აზერბაიჯანიდან კიდევ ერთი ვარტმფრენი ჩაერთვება.

ამ დროისათვის ხანძარი დაბასთან ხუთას მეტრში ჩამოვიდა. მოსახლეობა გარეთაა გამოსული და დახარებას ითხოვს. ერთმა ოჯახმა თავისი გადაწყვეტილებით საცხოვრებელი დატოვა.

შეგახსენებთ, ბორჯომში ხანძარი უკვე მეორე დღეა მძვინვარებს. ცეცხლი 20 აგვისტოს, შუადღეს გაჩნდა. თავდაპირველად ერთი ჰექტარი იწვოდა, დღეს საღამოს ცეცხლი უკვე 5 ჰექტარზე იყო მოდებული. რა ფართობი იწვის ამ დროისათვის [21 აგვისტო, 00:39 სთ], ამ ეტაპზე გარემოს დაცვის სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, საუბარია 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე.

ასევე, შეგახსენებთ, დღეს, შუადღეს, ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს, მაგრამ, საღამოს, ძლიერი ქარის გამო ისევ გაძლიერდა.

სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, ის ტერიტორია იწვის, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადაიწვა.

ადგილზე მთელი დღის განმავლობაშ მუშაობდა 270 მეხანძრე მაშველი, მოხალისეები და ორი ვერტმფრენი. ამ წუთებში ბორჯომში მძიმე ტექნიკა საქართველოს სხვა რეგიონებიდან მიემართება. ხანძრის ჩაქრობას ქარი და მიუვალი ადგილები აფერხებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვითარება წაღვერში ხანძრიდან მესამე დღეს
ბორჯომის ხეობაში ავიაციამ მუშაობა დილამდე შეაჩერა
სოფელ დაბის ტერიტორიაზე  ცეცხლის ჩაქრობას  მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ
გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება ბორჯომის ხანძარზე
ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, ხვალიდან 5 ვერტმფრენი ჩაერთვება
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია