FM97.5 / LIVE

სოფელ დაბის ტერიტორიაზე ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 20.08.2017
ბორჯომში, სოფელ დაბის ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახებიდან უკვე ტყის მასივზე გადავიდა. იმის გამო, რომ ტერიტორია ტექნიკისთვის მიუვალია, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ვერტფრენი ჩაერთო. მეხანძრეებთან ერთად, ხანძრის ლოკალიზებას ადგილობრივებიც ცდილობენ.

სოფელ დაბის ტერიტორიაზე  ცეცხლის ჩაქრობას  მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ

სოფელ დაბის ტერიტორიაზე, ხმელი ბალახებიდან ცეცხლი უკვე ტყის მასივზე გადავიდა. ბორჯომის გამგებლის მოადგილის ანზორ სვანიძის თქმით, ცეცხლის ჩაქრობას სიცხე და ძლიერი ქარი ართულებს.

მისივე განმარტებით, ტერიტორია ტექნიკისთვის მიუვალია.მეხანძრეებთან ერთად კი ცეცხლის ჩაქრობის პროცესში სოფელ დაბისა და წაღვერის მცხოვრებლებიც ჩაერთვნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე რეგიონის ათზე მეტი სახანძრო ჯგუფი მუშაობს, ცეცხლის ჩაქრობას ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ცდიობს. რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ამ დროისათვის ისე უცნობია.

ბორჯომში, სოფელ დაბის იმ ტერიტორიაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტყის მასივი დაიწვა, ცეცხლი დღეს, 20 აგვისტოს გაჩნდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში დამწვარი ტყის მასივის აღდგენითი სამუშაოებიც მიმდინარეობს.

როგორც, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოადგილემ ანზორ სვანიძემ "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადა, ახლად დარგულ ნერგებზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება ამ დროისათვის, არ არსებობს.

ამ დროისათვის, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, დასახლებულ პუნქტზეც.

შსს–ს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზებზე ძიება, სსკ–ს 187–ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაბის ტერიტორიაზე ხანძარს ვერ აქრობენ
დაბის ტერიტორიაზე ხანძარი 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული [Photo]
დაბაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში კიდევ  200 მეხანძრე ჩაერთო
ბორჯომში ნახანძრალ ტყეს ცეცხლი უკიდია
დაბაში ცეცხლის ლოკალიზება ისევ ვერ ხერხდება
დაბაში  ხანძრის ლოკალიზებაში შს მინისტრი ჩაერთო
ბორჯომში, სოფელ დაბის სასაფლაოებთან ცეცხლის კერა გაჩნდა