FM97.5 / LIVE

წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, ხვალიდან 5 ვერტმფრენი ჩაერთვება

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.09.2017
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში ხვალიდან ხუთი ვერტმფრენი ჩაერთვება.

წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, ხვალიდან 5 ვერტმფრენი ჩაერთვება
ხანძარი წაღვერში. ფოტო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო


ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით შექმნილმა საგანგებო შტაბმა თათბირი გამართა და დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. შტაბის წევრებმა, ადგილზე არსებული ვითარების შეფასების შედეგად, დაუყოვნებლივ განსახორციელებელი ღონისძიებების კონკრეტული გეგმა დასახეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახური ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში, უშუალოდ ცეცხლის კერებთან, ინტენსიურად მუშაობდა ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. სხვადასხვა მიმართულებით გაიჭრა გზა, რომლის მეშვეობითაც მოხდა მიუვალ ადგილებში, ცეცხლის კერებამდე ავტოტექნიკის შეყვანა. ცოცხალ ძალასთან და მძიმე ტექნიკასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა 3 საჰაერო ტექნიკა. ვერტმფრენებმა დღეს 166 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 913 ტონა წყალი დაასხეს.

ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ცეცხლის ღია კერები არ შეინიშნება. მკვეთრად შემცირებულია დაკვამლიანების დონეც.

უწყების ინფორმაციით, ხვალ, დილიდან, ხანძრის ქრობის პროცესში, 5 საჰაერო ტექნიკა ჩაერთვება - საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩებიან და კერების დამუშავების პროცესს განახორციელებენ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააგენტო: წაღვერში ღია კერები აღარ არის
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება
სააგენტო: დაბა წაღვერის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია
შსს: წაღვერში ხანძარი ლიკვიდირებულია
წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში შსს–ს ვერტმფრენი ჩაერთო – სააგენტო
აბასთუმანში ხანძარს 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი აქრობს
შსს: ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი