FM97.5 / LIVE

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

მთავარისამართალი » შემთხვევა 31.07.2015
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვან ტყეში მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგანტოს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში დაახლოებით ხანძრის შედეგად დაახლოებით 6 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის თქმით, ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ლიკვიდირებული არ არის. როგორც აკაკი მაჭუტაძე განმარტავს, ხანძრის დასახლებულ პუნქტებში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

"ცეცხლის გამომწვევი მიზეზები უცნობია, მიმდინარეობს ფაქტის გამოძიება", – განაცხადა აკაკი მაჭუტაძემ.

ხანძარი ბორჯომის ტყეში გუშინ, შუადღეს გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო 20 სახანძრო-სამაშველო ერთეული და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ბორჯომისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ორი ვერტმფრენი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

[თამარ თოთაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგანგებო: ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად 2.5 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა
შსს: დაბაში ხანძარი ლოკალიზებულია
გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება ბორჯომის ხანძარზე
სოფელ ტაძრისთან ხანძარი ლოკალიზებულია
ეროვნული სატყეო სააგენტოს  ინფორმაციით, ბორჯომში 6 ჰექტრამდე ტყე დაიწვა
შსს: წაღვერის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
შსს: წაღვერში, დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს