FM97.5 / LIVE

ბორჯომის ხეობაში ავიაციამ მუშაობა დილამდე შეაჩერა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.08.2017
ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში, სახანძრო ავიაციამ მუშაობა შეაჩერა, თუმცა, ამ დრომდე ადგილზეა და მუშაობს სახანძრო და მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

ბორჯომის ხეობაში ავიაციამ მუშაობა დილამდე შეაჩერა

ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე რთული კერები რჩება წაღვერში, სადაც ძლიერი ქარიცაა. ამ დროისათვის სამაშველო სამუშაოები წაღვერში მიმდიანარებს.


ამ დრომდე ბორჯომში იმყოფებიან მთავრობის წევრები, მუშაობას აგრძელებს საგანგებო შტაბიც. შტაბის წევრები ახლა საგანგებო თათბირისთვის ემზადებიან, რომელზეც დღეს ჩატარებულ სამუშაოებსა და შედეგებს განიხილავენ და ღამის სამოქმედო გეგმას დასახავენ. როგორც შტაბში აცხადებენ, დილიდან მუშაობას კვლავ განაახლებს ავიაცია.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოდან ბორჯომში ხანძარს ებრძვიან. თავდაპირველად ცეცხლი ნახევარ ჰექტარზე იყო მოდებული. 21 აგვისტოს, ხანძრის მასშტაბი გაიზარდა, საქმეში საქართველოს სასაზღვრო ძალების ვერტმფრენი ჩაერთო, თუმცა, ხანძრის ლოკალიზება გაართულა მიუდგომელმა ადგილებმა და ქარმა.

23 აგვისტოს მონაცემებით, სტიქიის ზონაში 8 ვერტმფრენი და 1 თვითმფრივანი მუშაობს. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის ავიაცია, ასევე, მეხანძრე–მაშველები და სახანძრო ტექნიკა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

რა ფართობი განადგურდა ხანძრის შედეგად, ამ ეტაპზე უცნობია, ისევე, როგორც ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაბა წაღვერში საგანგებო შტაბის სხდომა იმართება
წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში შსს–ს ვერტმფრენი ჩაერთო – სააგენტო
ბორჯომში ხანძრის მცირე კერებს სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი აქრობს
აბასთუმანში ხანძარს 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი აქრობს
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება
კოდიანის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია ჩაერთო
ვითარება წაღვერში ხანძრიდან მესამე დღეს