FM97.5 / LIVE

76 განაცხადი და დაკმაყოფილებული 17 – მიწის აღიარების კომისიის ანგარიში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.08.2017
ახალციხის თემში მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ექვსთვიანი ანგარიშის მიხედვით 67 განცხადებიდან მხოლოდ 17 დაკმაყოფილდა.

76 განაცხადი და დაკმაყოფილებული 17 – მიწის აღიარების კომისიის ანგარიში

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარე წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში 67 განაცხადი შევიდა. აქედან 17 განაცხადზე მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მიწაზე საკუთრების მოწმობა გაიცა.

„36 განცხადებაზე მიღებულია უარყოფითი გადაწყვეტილება. 9 განცხადებაზე დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენაა საჭირო, ოთხი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია, ერთზე კი შეწყვეტილია განხილვა ისევ მოქალაქის მომართვის საფუძველზე“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე ალექსი ზედგინიძე.

მისი თქმით, ტერიტორიები, რომლების აღიარებასაც ითხოვენ მოქალაქეები აღნიშნული კომისიის საშუალებით, წლების განმავლობაში მათ სარგებლობაშია, თუმცა არა საკუთრებაში: „ასეთ ტერიტორიებს თავისუფალ მიწებს ეძახიან. შესაძლოა მათ ვისაც უარი ეთქვათ აღიარებაზე, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეძლონ ისეთი დოკუმენტების წარმოდგენა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ მიწა ვუღიაროთ“.

ალექსი ზედგინიძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექვსთვიანი ანგარიში დღეს, 21 აგვისტოს რიგით მე–10 სხდომაზე წარუდგინა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა
ადვოკატის თქმით, სადავო მიწის საქმეზე ‘ოცნების’დეპუტატის სიმამრის მოწმეები ეჭვს იწვევს
ადიგენის „მიწის კომისია“ მუშაობას უცვლელი შემადგენლობით აგრძელებს
სუს–მა ადიგენის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა
ახალციხის საკრებულოში მიწის დაკანონების კომისია ორმა წევრმა დატოვა
‘შიმშილობას დავიწყებ’ – რატომ უჩივლა ადიგენის მიწის კომისიას გოდერძი კუბლაშვილმა
ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ მამუკა მიქელაძე უხელმძღვანელებს