FM97.5 / LIVE

სუს–მა ადიგენის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა

მთავარისიახლე, სამართალი 12.05.2018
სუს–ის თანამშრომლებმა, თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, ადიგენის მერიის სამ თანამშრომელთან ერთად პასუხისგებაში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი მამუკა პარუნაშვილი და სამი მოქალაქე მისცეს, ერთი კი დააკავეს.

სუს–მა ადიგენის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა და რვა კი ამხილა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქალაქე ანტონ ხ. დააკავეს, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის წევრები: კომისიის თავმჯდომარე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გორგოძე; კომისიის მდივანი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ზაურ მსხვილიძე; კომისიის წევრი, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსი ენდელაძე; კომისიის წევრი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი მამუკა პარუნაშვილი; კომისიის ყოფილი წევრი და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მუხრან ხარშილაძე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ანტონ ხ. აღნიშნული კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაბა-აბასთუმანში არსებულ მიწის ფართობს, რითაც სახელმწიფოს მიადგა
ზიანი 7935 ლარის ოდენობით.

თავის მხრივ,კომისიის წევრებმა არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის იგნორირებით მიიღეს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის ანტონ ხ-სთვის საკუთრებაში გადაცემის
შესახებ.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის დამზადებისათვის და თაღლითობაში დახმარებისათვის, პასუხისგებაში მისცეს მოქალაქეები:ზურაბ გ, ლეონიდ ბ. და დავით ჭ, რომლებმაც ნოტარიულად დამოწმებული ცრუ განცხადებით დაადასტურეს, რომ აღნიშნულ მიწის ფართობს ანტონ ხ. თითქოსდა ნამდვილად ფლობდა.

გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 342-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის „მიწის კომისია“ მუშაობას უცვლელი შემადგენლობით აგრძელებს
ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილა
სუს–მა ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს წევრი პასუხისგებაში მისცა
სუს–ის მიერ პასუხისგებაში მიცემულ პირებს გირაო შეეფარდათ
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს