FM97.5 / LIVE

‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 29.11.2017
ქალაქ ახალციხის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, რომელიც მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ხელმძღვანელობდა, კომისიაში ყოფნის დროს ახალციხეში, 275 კვ.მ. ფართი მიწის ნაკვეთი დაიკანონა. მიქელაძე განმცხადებელიც თვითონ იყო და რეზოლუციის დამდებიც, კომისიაში კი შემწინააღმდეგებელი არავინ ჰყავდა.

‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა

მამუკა მიქელაძე, „ქართული ოცნებიდან“ წინა, 2014 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. იგი „ქართული ოცნების“ ფრაქციას ხელმძღვანელობდა. 2016 წლის პირველ ივლისს კი ეგრეთ წოდებული „მიწის კომისიის“, ანუ, „საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ ხელმძღვანელად დაინიშნა.

მამუკა მიქელაძეს აღნიშნული პოზიცია ივლისსა და აგვისტოში ეკავა. ამ პერიოდში მან კომისიაში თამარაშვილის ქუჩაზე N57-ის მიმდებარედ, მიწის დაკანონებასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანა. კომისიამ მიქელაძის განცხადება, მიქელაძის თავმჯდომარეობითვე, დააკმაყოფილა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მიქელაძემ აღნიშნული ნაკვეთი 2016 წლის აგვისტოში შეიძინა. მისივე დეკლარაციის მიხედვით, საუბარი 275 კვ.მ. ფართობზეა.

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში ოპოზიციური პარტიის წევრები არ ყოფილან. მაშინ, როდესაც მიქელაძის კანდიდატურა ინიშნებოდა, ოპოზიციამ ეს ფაქტი გააპროტესტა. დეპუტატები ითხოვდნენ, რომ კომისიაში უმცირესობის წარმომადგენელიც ყოფილყო.

„ჩვენი წარმომადგენელი რომ ყოფილიყო კომისიაში, საქმე აქამდე არ მივიდოდა. თვითონ იყო კომისიის თავმჯდომარე, თვითონ შეიტანა განცხადება და თვითონვე დაადო რეზოლუცია. ან კომისიის წევრები ვის განცხადებას იხილავდნენ, ვერ მიხვდნენ?!“ – კითხულობს ქალაქის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ მალხაზ გიქოშვილი.

კომისიის მაშინდელი წევრები „სამხრეთის კარიბჭის“ ზარებს არ პასუხობენ. ახალციხის მერიის ყოფილი თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ მიქელაძის საქმეში მინიმუმ ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება: „შეიძლებოდა შეეკავებინა თავი და კომისიისთვის თუნდაც მას შემდეგ მიემართა, რაც თვითონ ამ კომისიის ხელძღვანელი აღარ იქნებოდა“.

მამუკა მიქელაძის საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველო, სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს. ეს მუხლი გულისხმობს მითვისებას ან გაფლანგვას სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.

საგამოძიებო უწყება საქმის დეტალებზე არ საუბრობს. გამოძიების დასრულებამდე კომენტარის გაკეთება არ სურს მამუკა მიქელაძესაც: „გამოძიება დასრულდება და ამ საკითხზე ამის შემდეგ ვისაუბრებ, მანამდე არაფრის თქმა არ მინდა“.

მიქელაძე სატელეფონო საუბარში გვიდასტურებს, რომ საქმე ნამდვილად თამარაშვილის ქუჩაზე N57-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს ეხება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ მამუკა მიქელაძე უხელმძღვანელებს
მამუკა მიქელაძემ დანაშაული აღიარა – ‘ოცნების’ ყოფილ დეპუტატთან საპროცესო გაფორმდა
ახალციხეში 'ქართული ოცნების' ყოფილი მაღალჩინოსანი ბენზინგასამართ სადგურს კანონდარღვევით აშენებს – გამჭვირვალობა
ყოფილი მაღალჩინოსანი კანონდარღვევით დაწყებულ მშენებლობას აგრძელებს – საქმის მოკვლევა მიმდინარეობს
‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის უკანონო ქმედებებს სამი წელია იძიებენ
სუს–მა ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს წევრი პასუხისგებაში მისცა
76 განაცხადი და დაკმაყოფილებული 17 – მიწის აღიარების კომისიის ანგარიში