FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოში მიწის დაკანონების კომისია ორმა წევრმა დატოვა

მთავარიპოლიტიკა 12.02.2016
ახალციხის საკრებულოში მიწის დაკანონების კომისიის შვიდი წევრიდან ამ დროისთვის მხოლოდ ხუთი მუშაობს, ორმა კომისია პირადი განცხადებით დატოვა;

ახალციხის საკრებულოში მიწის დაკანონების კომისია ორმა წევრმა დატოვა
ახალციხის საკრებულოს მიწის დაკანონების კომისიაში თავმჯდომარე, ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გელვასი გელაძე და ერთ–ერთი წევრი, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ გოგოლაძე აღარ ირიცხებიან.

იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა გოგოლაძე ამბობს, რომ გელვასი გელაძემ კომისიის დატოვების შესახებ განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაწერა: „სამსახურშიც ვერ დადის და შესაბამისად ვერც კომისიაში იმუშავებდა. რაც შეეხება გოგოლაძეს, მიზეზი არ ვიცი“.

როგორც „სამხრეთს კარიბჭეს“ ახალციხის საკრებულოში განუცხადეს, გოგოლაძე მიწის საკუთრების კომისიის გარდა, კიდევ ოთხ კომისიაში იყო: „ეს მისთვის დიდი დატვირთვაა, ასევე, მას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც უკავია და ამიტომ გადაწყვიტა კომისიის შემადგენლობიდან გამოსულიყო“.

ახალციხის საკრებულო მიწის დაკანონების კომისიას უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს. შალვა გოგოლაძის განმარტებით, შესაძლოა კომისიის შემადგენლობა ცხრა კაცამდე გაიზარდოს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ მამუკა მიქელაძე უხელმძღვანელებს
ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში 4 ნამუშევარი შევიდა
ვინ იქნებიან ქალაქის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის წევრები
კახა ბერიძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა
როდის აირჩევენ ახალციხის  საკრებულოს თავმჯდომარეს
ბორჯომის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიას 10 თვეა თავმჯდომარე არ ჰყავს
შალვა გოგოლაძე იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ დააბრუნეს