FM97.5 / LIVE

ადიგენის „მიწის კომისია“ მუშაობას უცვლელი შემადგენლობით აგრძელებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.05.2018
ადიგენში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია, რომლის სამი წევრი ბრალდებულია, უცვლელი შემადგენლობით განაგრძობს მუშაობას.

ადიგენის „მიწის კომისია“ მუშაობას უცვლელი შემადგენლობით აგრძელებს

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიაში ხუთი წევრია, აქედან სამი მოქმედი წევრი ზაურ მსხვილიძე, ალექსი ენდელაძე და მამუკა პარუნაშვილი, სუს–ის თანამშრომლებმა, თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში რამდენიმე კვირის წინ მისცეს.

აღნიშნულ სამ პირთან ერთად, პასუხისგებაშია მიცემული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ადიგენის მერის მოადგილე ზვიად გორგოძე, ასევე კომისიის ყოფილი წევრი და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მუხრან ხარშილაძე.

გამოძიება თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს , საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 342-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ მათი თანამშრომლები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემულები, მუშაობას კვლავ აგრძელებენ.

„სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსულა გათავისუფლებაზე“, – ამბობს მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის განმარტებით: „ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, აღნიშნული საქმიანობა არ ითვალისწინებს თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებას, ხოლო შეწყვეტა გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და ეს განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში“.
მისი თქმით, თუ პროკურორი თვლის, რომ პირი, რომელიც ამ თანამდებობაზე გააგრძელებს საქმიანობას და ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე ან გააგრძელებს იგივე ქმედებას, შეუძლია სასამართლოს წინაშე იშუამდგომლოს და დროებით ჩამოშორება მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა და რვა კი ამხილა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქალაქე ანტონ ხ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ანტონ ხ. აღნიშნული კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაბა-აბასთუმანში არსებულ მიწის ფართობს, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი 7935 ლარის ოდენობით.

თავის მხრივ, კომისიის წევრებმა არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის იგნორირებით მიიღეს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის ანტონ ხ-სთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის დამზადებისათვის და თაღლითობაში დახმარებისათვის, პასუხისგებაში სამი მოქალაქეც მისცეს.გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სუს–მა ადიგენის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა
ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილა
სუს–მა ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს წევრი პასუხისგებაში მისცა
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი დააკავეს
სუს–ის მიერ პასუხისგებაში მიცემულ პირებს გირაო შეეფარდათ
ადიგენში, სახელმწიფო მიწის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პირი დააკავეს