FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ მამუკა მიქელაძე უხელმძღვანელებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.07.2016
ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ეს პოზიცია ქალაქ ახალციხის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მიქელაძემ დაიკავა.

ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ მამუკა მიქელაძე უხელმძღვანელებს

მიწის კომისიის ახალი თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება დეპუტატებმა, 1 ივლისის, საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. როგორც სხდომისას განმარტეს, ამ დრომდე, კომისიას მერის მოადგილე, ზაზა გელაძე ხელმძღვანელობდა. მან ეს პოზიცია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კომისია ანგარიშვალდებულია ახალციხის საკრებულოს მიმართ, ამიტომ თავმჯდომარედ ისევ საკრებულოს წევრი დაინიშნა.

მამუკა მიქელაძის კანდიდატურას საკრებულოს სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

"უკეთესი იქნება, ამ კომისიაში ერთი წევრი ოპოზიციური პარტიიდან იყოს“, – განმარტა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატმა ჯიმშერ გოგოლაურმა.

"ამ საკითხს განვიხილავთ, მაგრამ ჩვენ პარიტეტის პრინციპი გვაქვს. ორი წარმომადგენელი უნდა იყოს საკრებულოდან, ორი – აღმასრულებელი ორგანოდან და ერთი მათგანი ქონების მართვის სააგენტოდან. ამჟამად, მერიის ერთი წევრის ადგილი თავისუფალია. თუ აღმასრულებელი ორგანო მოგვაწოდებს კანდიდატს, ჩვენ არ გვაქვს მაგის პრობლემა, რომ ოპოზიციური პარტია ჩავრთოთ ამ კომისიაში“, – განმარტავს ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე.

ამ დროისათვის, "საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში“ შემდეგი შემადგენლობაა:

მამუკა მიქელაძე – ქალაქ ახალციხის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე;
სამველ ოვეიანი – საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
გელა მერაბიშვილი – მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის სივრცითი მოწყობის მთავარი სპეციალისტი;
მამუკა პარუნაშვილი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის მომსახურების ცენტრის სპეციალისტი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სუს–მა ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს წევრი პასუხისგებაში მისცა
ვინ იქნებიან ქალაქის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის წევრები
‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა
სუს–ის მიერ პასუხისგებაში მიცემულ პირებს გირაო შეეფარდათ
ახალციხის საკრებულოში მიწის დაკანონების კომისია ორმა წევრმა დატოვა
ვინ უხელძღვანელებს ფრაქციებს და კომისიებს ახალციხის საკრებულოში
უმცირესობის პროტესტის ფონზე არჩეული კომიისიის თავმჯდომარე