FM97.5 / LIVE

ბიზნესად ქცეული ჯანდაცვა

მთავარი 11.02.2013
არასაკმარისი და უხარისხო მედიკამენტები; შეცვლილი ხელშეკრულებები და შემცირებული ხელფასები; მაღალი ტარიფისა და დაბალი ხელფასის გამო ახალციხის სავადმყოფოს მედპერსონალთან ერთად პაციენტებიც ტოვებენ. საქმე, რომელსაც მალე ალბათ სასამართლო და ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს

ბიზნესად ქცეული ჯანდაცვა
უხარისხო და არასაკმარისი მედიკამენტები

”უნიმედი სამცხე” ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში, მას შემდეგ რაც ის ”ალდაგი ბისიაის” შვილობილმა კომპანიამ, ”ჩემი ოჯახის კლინიკამ” შეისყიდა”, მედიკამენტები არასაკმარისია და ის რაც არის, მედპერსონალის განცხადებით უხარისხოა.

”ძალიან სუსტი, დაბალფასიანი და უხარისხო მედიკამენტებია. შემოაქვთ ანტიბიოტიკები, რომლებიც უმძიმეს ავადმყოფზე არ მოქმედებს, ან ერთ პაციენტზე თუ მოქმედებს, მეორეზე მას ვეღარ გამოიყენებ”, - აცხადებს ქირურგი პავლე პეტაშვილი.

მისი თქმით, პრობლემებია საოპერაციოშიც: ”უხარისხო საკერავი მასალა გვაქვს და ისიც მცირე ოდენობით, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ შემოაქვთ”.

ბიზნესად ქცეული ჯანდაცვამედიკამენტების სიმწირის გამო გინეკოლოგიურ განყოფილებაში ამავე განყოფილების გამგის მარინა ხაბაროვას განცხადებით, არა ერთი ოპერაცია გადაიდო: ”მენეჯერმა მალევე გაგზავნა მოთხოვნა მედიკამენტების შესახებ, მაგრამ ვერ მივიღეთ და გუშინ მაგალითად 3 ოპერაცია გადავდეთ”.

მეან-გინეკოლოგის ანაიდა პეტროსიანის თქმით, 3 თვეზე მეტია საავადმყოფოში არ მუშაობს კომპიუტერული ტომოგრაფია: ”ექიმი რომელიც აქ მუშაობს, 3 თვეა უსაქმურადაა. არ დაადგა საშველი მის შეკეთებას”.

მედიკამენტების სიმცირესთან ერთად, პაციენტების მდგომარეობას გაორმაგებული და ხშირ შემთხვევაში გასამმაგებული ტარიფებიც ამძიმებს.

”პერიტონიტების გაკეთება თუ ჯდებოდა 1200-დან 1500 ლარამდე, ახლა 2700 ლარი უნდა გადაიხადო”, - გვიხსნის პეტაშვილი.

შეხვევა 7 ლარიდან 30 ლარამდე გაიზარდა. გაძვირდა მაგალითად, აბორტი და რეანიმაციაც.

”აბორტს იმაზე მეტი ფასი უნდა ჰქოდნეს, ვიდრე აქვს, რომ არავინ გაიკეთოს, მაგრამ ეს ქვეყანაში კრიმინალური აბორტების რიცხვს გაზრდის”, - აცხადებს ხაბაროვა.

რეანიმაციის განყოფილებაში ფასმა 240 ლარიდან 600-ლარამდე აიწია.

”2 ავადმყოფი გვიწევს ახლა რენიმაციაში, როცა 14 და 10 გვყავდა ხშირად. თუ აქამდე დაბალი ფასის გამო ავადმყოფები თბილისიდან აქ მოჰყავდათ, ახლა პირიქითაა, აქედან თბილისში მიჰყავთ”, - ამბობს რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის განყოფილების გამგე ამბროსი მოდებაძე.
გაზრდილ ტარიფთან ერთად დაკლებული ხელფასი

ტარიფების ზრდასა და პაცინეტების კლებასთან ერთად, იკლო მედ-პერსონალის ანაზღაურებამაც.

”თავიდან რომ შემოვიდა ”ალდაგი”, ნორმალური ხელფასები დაგვინიშნეს. ერთი თვის შემდეგ გადაგვიყვანეს გამომუშავებით თეთრებზე. პაცინეტი რომ უნდა გასინჯო 25 თეთრად, ეს დაცინვაა ექიმის. 25 თეთრად პაციენტს რა მომსახურება ექნება?! ან ექიმს მუშაობის რა ინტერესი უნდა ჰქონდეს?!” - კითხულობს პეტაშვილი.

ქირურგ ვახტანგ ზაქროშვილის თქმით, ხელშეკრულებები, რომლებზეც ხელი ჰქონდათ მოწერილი, შეუცვალეს: ”ხელშეკრულება დაგვიდეს 6 თვით და ერთ თვეში შეცვალეს”.

ექიმების თქმით, მათმა უმრავლესობამ საშუალო ხელფასი 60-დან 80-ლარამდე აიღეს.

”საავადმყოფოს კადრების ახალმა უფროსმა გვითხრა, ვისაც არ მოგწონთ ანაზღაურება, კარი ღიაა, მიბრძანდითო. მესხეთში ყველა საავადმყოფო ”ალდაგმა” შეისყიდა, სად წავიდე? საპენსიო ასაკიც არ მაქვს”, - ამბობს პეტროსიანი.

ბიზნესად ქცეული ჯანდაცვასაავადმყოფოს 17-მა თანამშრომელმა ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. საავადმყოფოს მენეჯერის დათო მაისურაძის გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად მედპერსონალი სწორედ ამას ასახელებს.
საავადმყოფოს ახალი მენეჯერი ჰყავს

”უნიმედი სამცხე” ახალციხის სამედიცინო დაწესებულების მენეჯერი დათო მაისურაძე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე გასული წლის 15 ოქტომბერს, საავადმყოფოს შესყიდვის შემდეგ დაინიშნა, ”ჩემი ოჯახის კლინიკამ” 5 თებერვალს გაათავისუფლა. მაისურაძე საავადმყოფოში ყელ-ყურ ცხვირის ექიმად 20 წელია მუშაობს. ახალციხის რაიონული საავადმყოფოს დირექტორად კი 9 წლის განმავლობაში მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, გათავისულფების შესახებ წინასწარ არ იცოდა.

”არ ველოდი”, - აცხადებს მაისურაძე და ამატებს, რომ საავადმყოფოში ყელ-ყურ ცხვირის ექიმად კვლავ რჩება.

მაისურაძე მისი გათავისუფლების მიზეზზე საჯაროდ არ საუბრობს, თუმცა პირად საუბარში, მედპერსონალში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ იგი თანამდებობიდან ხელმოუწერელი 17 ხელშეკრუელბის გამო დაითხოვეს, ეთანხმება. თავად მაისურაძეს შრომით ხელშეკრულებაზე ხელი უკვე მოწერილი აქვს.
გამოსავალი - სახელმწიფოს ნება თუ სასამართლო დარბაზი

რაც შეეხება მედ-პერსონალს, რომლებიც სამუშაო პირობებს არ დაეთანხმნენ, მფლობელმა კლინიკამ მათ მოცდა 11 თებერვლამდე სთხოვა.

”არ ვიცით რას შემოგვთავაზებენ. თუ ვერ შევთანხმდით, სასამართლოში გავასაჩივრებთ”, - გვითხრა მოდებაძემ.

მისი თქმით, მედპერსონლს ჯანდაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში წერილობითი მოთხოვნები უკვე გაგზავნილი აქვთ. ექიმები ითხოვენ, რომ საავადმყოფო სახელმწიფოს, მუნუციპალიტეტს ან მედ-პერსონალს გადასცენ.

”ეკითხათ ჩვენთვის, იქნებ შევისყიდდით საავადმყოფოს?! ის პირობები, რაც ”ალდაგს” შესთავაზეს, ჩვენთვისაც შემოეთავაზებინათ?! თუ ვერ დავაკმაყოფილებდით მოთხოვნებს, მერე გაეყიდათ”, - ამბობს მოდებაძე.

ექიმები აცხადებენ, რომ საავადმყოფოს საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფოს ნებაზეა დამოკიდებული.

ყოფილი მენეჯერი, მაისურაძე კი ფიქრობს, რომ ეს კერძო ბიზნესია და აქ სახელმწიფოს ჩაურევლობა გამართლებულია.
”უნდა გავიდეს კერძო კომპანია საავადმყოფოდან და სამედიცინო დაწესებულება გადაეცეს ისევ სახელმწიფოს, ან მუნიციპალიტეტს”, - ამბობს მოდებაძე.
სახელმწიფოს პოზიცია

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ის რომ საავადმყოფო 100 პროცენტით მუნიციპალურ დაქვემდებარებაში იყოს, შეუძლებელია.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით კი ახალციხის საავადმყოფოს კერძო მფლობელი ჰყავს და სახელმწიფო კერძო ბიზნესში არ ჩაერევა: ”თუმცა, ვფიქრობ, რომ ქვეყანაში კერძო კლინიკებთან ერთად სახელმწიფო საავადმყოფოებიც უნდა ფუნქციონირებდეს”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა ჩიტაშვილი საავადმყოფოს საკითხს, პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტში უახლოეს დღეებში დააყენებს: ”მოლაპარაკების საგანია. არ ვიცი როგორი იქნება სახელმწიფო მიდგომა, წინა ხელისუფლების დაწყებულ ოპტიმიზაციას გააგრძელებენ და მიიყვანენ ბოლომდე, თუ კონკრეტულ საავადმყოფოებს დამოუკიდებლობის უფლებას მისცემენ, რაც მათ საქმიანობაზე დადებითად აისახება”.

რაც შეეხება საავადმყოფოს მფლობელს, ”ჩემი ოჯახის კლინიკას”, მან საავადმყოფოში შექმნილი ვითარებისა და პრობლემების შესახებ დასმულ კითხვებზე ”სამხრეთის კარიბჭეს” არ უპასუხა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საავადმყოფოს ექიმები ტოვებენ
ახალციხის  საავადმყოფოდან წამოსულმა კარდიოლოგმა კერძო კლინიკა გახსნა
ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ყოფილი მენეჯერი საკუთარ კლინიკას ხსნის
ექიმმა  ”ალდაგს” სასამართლო პროცესი მოუგო
ასპინძის საავადმყოფო სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა
ექიმები ახალციხის საავადმყოფოდან ’ალდაგი ბისიაის’გასვლას ითხოვენ
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს