FM97.5 / LIVE

ასპინძაში ხეხილის ბაღები ხმება

მთავარისაზოგადოება 17.04.2013
დაბა ასპინძის მოსახლეობას წლებია სარწყავი წყლის პრობლემა აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ უწყლობის გამო საუკუნოვანი ხეები გახმა.

ასპინძაში ხეხილის ბაღები ხმება
ასპინძაში მცხოვრები შოთა ბერიძე გვეუბნება, რომ ასპინძელებს ხეხილის ბაღები უხმებათ, რისი მიზეზიც სარწყავი წყლის არქონაა.

”ეს პრობლემა უკვე წლებია გვაწუხებს, თუმცა რატომღაც ვერ მოგვარდა. ხალხს ბაღები აქვს და წყალი არა, რომ მორწყოს ხეები. არადა წყალს მიაქვს ჩვენი დაბა”, - ხუმრობს იგი. ასპინძაში ხეხილის ბაღები ხმება

იგივე პრობლემაზე გვესაუბრება ფერმერთა სახლის თავმჯდომარე ნუგზარ ლონდარიძეც. იგი ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ სარწყავი სისტემის მოწესრიგება სცადეს, თუმცა, პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ მოგვარდა.

”რამდენიმე წლის წინ ვითომ გაკეთდა, მაგრამ ისე მაინც არ არის გაკეთებული, ყველას რომ ჰქონდეს სარწყავი წყალი”, - ამბობს იგი და აქვე ამატებს, რომ ეს მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის, - ”მოსახლეობამაც ხომ უნდა იგრძნოს გარკვეული პასუხისმგებლობა”.

ასპინძის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ 2012 წელს მუნიციპალიტეტში სამი წყალსაქაჩი აღდგა, მათ შორის ორი ასპინძაში.

”რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აღდგა ასპინძაში არსებული თითქმის ყველა სარწყავი არხი. წელს კიდევ ერთი საქაჩის აღდგენას ვაპირებთ”,- გვაიმედებს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბექაური.

[ნინო ზედგინიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაბა ასპინძაში სარწყავი არხის რეაბილიტაცია იგეგმება
ასპინძელებს მორწყვის იმედები გაუცრუვდათ
ასპინძაში სარწყავი წყლით სარგებლობის საფასური განისაზღვრა
ვალეში, მოსახლეობა ძველი სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითხოვს
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ასპინძაში სოფლების უმრავლესობა რწყვის სეზონს წვიმის იმედად ხვდება
დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს