FM97.5 / LIVE

ასპინძაში სარწყავი წყლით სარგებლობის საფასური განისაზღვრა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 24.07.2019
ასპინძაში, ხვილიშას უბნის მცხოვრებლებისთვის, სარწყავი წყლით სარგებლობისას გადასახადის ოდენობა განისაზღვრა. გადაწყვეტილება საკრებულოს რიგგარეშე სხედომაზე მიიღეს.

ასპინძაში სარწყავი წყლით სარგებლობის საფასური განისაზღვრა

ხვილიშას მცხოვრებლებმა, რწყვის სეზონზე, ერთი საათი მომსახურებისთვის 12 ლარი უნდა გადაიხადონ. გადაწყვეტილებას 23 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

თვითმმართველობის ინფორმაციით, ასპინძის გარეუბნის, ხვილიშას მცხოვრებლებს ამ დრომდე სარწყავი წყალი არ მიეწოდებოდათ, რადგან სისტემა არ მუშაობდა. მისი რეაბილიტაციის შემდეგ, საკრებულომ თანხის ოდენობა და სისტემაზე პასუხისმგებელი პირი განსაზღვრა.

„აქამდე ეს სარწყავი სისტემა არ მუშაობდა. ჩაუტარდა რემონტი და ფაქტობრივად, ახალი სარწყავი სისტემაა. ამიტომ განისაზღვრა მისი საფასური და იქნება ერთი პასუხისმგებელი პირი, რომელიც ყურადღებას მიაქცევს, რომ ერთმანეთს არ შეუწყვიტონ წყალი“, - ამბობს ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე.

მისივე თქმით, ასპინძის მერიის ინიციატივით, დაბასა და სოფელ ივერიაში 11 ივლისის სტიქიის დაზარალებულებისთვის გადასახადი გაუქმდა.

ამავე თემაზე ნახეთ - უფასო მორწყვა და სახურავები - ასპინძის მერია სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უფასო მორწყვა და სახურავები - ასპინძის მერია სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება
დაბა ასპინძაში სარწყავი არხის რეაბილიტაცია იგეგმება
კლდე – წნისის სარწყავი სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა
ასპინძის ბიუჯეტის პროექტი  4 მლნ–მდე ლარით განისაზღვრა
ასპინძაში სოფლების უმრავლესობა რწყვის სეზონს წვიმის იმედად ხვდება
ასპინძაში ხეხილის ბაღები ხმება
ვინ არის ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე