FM97.5 / LIVE

ასპინძაში სოფლების უმრავლესობა რწყვის სეზონს წვიმის იმედად ხვდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 26.06.2018
ასპინძაში, რწყვის სეზონს ორი სატუმბი სადგური და თვითდინების რამდენიმე არხი ემსახურება, სოფლების უმეტესი ნაწილი კი სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი.

ასპინძაში სოფლების უმრავლესობა რწყვის სეზონს წვიმის იმედად ხვდება

ასპინძის მუნიციპალიტეტის 22 სოფლიდან სატუმბი სადგურები დაბა ასპინძასა და სოფელ რუსთავშია. თითო სადგური 100 ჰექტარ მიწას რწყავს და წყლით მხოლოდ ამ ორი დასახლების მცხოვრებლებს შეუძლიათ სარგებლობა.

სოფლებს ნიჯგორს, ხიზაბავრას, ტოლოშის რამდენიმე ოჯახს, ასევე დაბა ასპინძის ნაწილს ემსახურება თვითდინების არხები, რომლებიც სათავეს მდინარე მტკვრიდან და ოთის წყლებიდან იღებს.

ასპინძის დანარჩენ სოფლებში არც სარწყავი წყალია და არც სისტემა არსებობს.

„იმ სოფლებში, სადაც მდინარესთან ახლოს არიან, თვითდინებით მიჰყავთ წყალი, დანარჩენი სარწყავი სისტემის გარეშეა“, – გვეუბნება ასპინძის „მელიორაციის ცენტრის“ დირექტორი მერაბ ნარიმანიძე.

წვიმის იმედადაა ასპინძის სოფელი ივერია. სოფლის მცხოვრები, ნუგზარ იაკობიძე იხსენებს, რომ 90–ანი წლების შემდეგ სოფელში სარწყავი წყალი არ უნახავთ: „ძველი სისტემაა, კომუნისტების დროინდელი. მაგის აღმდგენი არავინაა“.

უწყლობის გამო ივერიის 70–მდე ოჯახმა ნათესების რაოდენობა შეამცირა და ახლა თოთოეულის ნაკვეთი დაახლოებით 50 მეასედს შეადგენს.
„რა აზრი აქვს მეტის დათესვას, მერე უფრო დიდ ზარალს მივიღებთ. უმეტესობას ნათესები მხოლოდ ეზოში აქვს, სამელი წყლით ახერხებენ მორწყვას და იოლია“, – გვეუბნება დილარი აბაშიძე.

ივერიის მსგავსად, 90–ანი წლების შემდეგ არ ჰქონია სარწყავი სისტემა და წყლის რესურსი სოფელ საროს მოსახლეობას. ადგილობრივებს ძირითადად კარტოფილს მოჰყავთ, თუმცა უწყლობის გამო, კარგი მოსავლის მისაღებად, იძულებული არიან მეტი სასუქი შეიტანონ, სასუქი კი ძვირია.
„სხვა გზა არ გვაქვს, მოსავალი ხომ უნდა ავიღოთ. სარწყავ წყალს ყოველ წელს გვპირდებიან, მაგრამ წელსაც ასე ვართ“,– ამბობს საროს მცხოვრები ელისო ნადირაძე.

ასპინძაში სოფლების უმრავლესობა რწყვის სეზონს წვიმის იმედად ხვდება„საქართველოს მელიორაციამ“ სოფელ საროს ძველი სატუმბი სადგურის აღდგენა შარშან დაიწყო. სატუმბი 2018 წელს ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა აზერბაიჯანულ კომპანიამ, რომელსაც შეკვეთის არაჯეროვნად შესრულების გამო „მელიორაციამ“ მაღალი ჯარიმა დააკისრა, ქვეყანა ისე დატოვა, რომ არც სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია დაასრულა და არც სამუშაოებზე დასაქმებულებს გადაუხადა ხელფასი.

„საქართველოს მელიორაციაში“ „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის წინ, ახალი ტენდერის გამოცხადების გარეშე, საკუთარი ძალებით განაახლეს და სატუმბი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლა მიმდინარე წელს იგეგმება.

ასპინძის “მელიორაციის ცენტრის“ ბალანსზე ორი სატუმბი სადგურია. დირექტორი, მერაბ ნარიმანიძე ამბობს, რომ ცენტრის წლევანდელი ბიუჯეტი 140 000 ლარია, აქედან, სადგურებისა და არხების აღდგენა–რეაბილიტაციას 94 190 ლარი ხმარდება, 45 810 ლარი კი თანამშრომლების ხელფასებსა და კომუნალურ გადასახადებში იხარჯება.

ასპინძაში სოფლების უმრავლესობა რწყვის სეზონს წვიმის იმედად ხვდება

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კლდე – წნისის სარწყავი სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა
ორწლიანი ლოდინის შემდეგ კლდეში სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სრულდება
საროს სარწყავი წყალი არც წელს ექნება
რომელი სოფლები გასარწყავიანდება წელს ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება
ასპინძელებს მორწყვის იმედები გაუცრუვდათ
დახარჯული 1 მლნ–ი და ხარვეზებით დასრულებული წყლის პროექტი კლდეში