FM97.5 / LIVE

დაპირისპირება სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.04.2013
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი გიგლა გობეჩია სასწავლებლის რექტორს უპირისპირდება და ჟურნალისტური გამოძიების დაწყებას გეგმავს.

დაპირისპირება სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში
განათლების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გიგლა გობეჩია, რომელიც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს ლექციებს 2009 წლიდან უკითხავდა, მიმდინარე წლის 6 მარტიდან უნივერსიტეტის თანამშრომელი აღარ არის. მას სასწავლებლის დატოვება პროფესორ–მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსზე გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის გამო მოუხდა. გობეჩია ფიქრობს, რომ კონკურსში იგი შეგნებულად არ გაიყვანეს და ეს სასწავლებლის რექტორის, მერაბ ბერიძის ინტერესებში შედიოდა.

6 მარტის შემდეგ გობეჩია უნივერსიტეტს პირველად გუშინ, 2 აპრილს ესტუმრა. გობეჩია ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებსა და სასწავლებლის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრამ, რომელზეც გობეჩიას კონკურსში გაყვანა-არგაყვანის სამართლიანობას არკვევდნენ, დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა.

აკადემიური პერსონალის კონკურსი უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 6 მარტს ჩატარდა. კონკურსი ორ ეტაპიანი იყო, მეორე ეტაპი გასაუბრებას გულისხმობდა, რომელზეც გობეჩია არ გამოცხადაა. გობეჩია ამბობს, რომ მან ამ ცვლილების შესახებ არ იცოდა [გასაუბრება კონკურსს დებულებაში შესული ცვლილების შედეგად დაემატა]. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი კი ამბობს, რომ ამ ცვილების შესახებ ყველა კონკურსანტმა იცოდა.

”მე ხელთ მაქვს დებულება, სადაც არ არის მითითებული, რომ ჩემი დასწრება აუცილებელი იყო. ეს დებულება დაახლოებით 10 დღის წინ ამოვბეჭდე უნივერსიტეტის საიტიდან. როგორც ჩანს, ცვლილება გაცილებით გვიან შევიდა, ანუ მას შემდეგ, რაც კონკურსი დამთავრდა”, - ამბობს გობეჩია.

აღნიშნულს ნიკოლოზ ახალკაცი ტექნიკურ გაუმართაობას უწოდებს: ”ამ დებულებაში ცვლილება 28 დეკემბერს შევიდა და მოეწერა კიდეც ხელი. უბრალოდ არ მოხდა საიტზე დროულად ატვირთვა. დებულებებში ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა”.

გიგლა გობეჩია ფიქრობს, რომ მისი უნივერსიტეტში მუშაობა სასწავლებლის რექტორს, მერაბ ბერიძეს არ უნდოდა, ამიტომ, მან ზეწოლა მოახდინა აკადემიური კონკურსის კომისიის წევრებზე.

‘ბატონო გიგლა, თუ კომისიის წევრებმა რაიმე დააშავეს ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს, მე ამ საკითხს ჩავუღრმავდები. ჩემგან რაიმე ზეწოლა რომ ყოფილიყო, ჩემი უახლოესი მეგობარი უჩა ბლუაშვილი კონკურსს გარეთ არ დარჩებოდა’, - განაცხადა მერაბ ბერიძემ, რომელიც შეხვედრას მოგვიანებით შეუერთდა.

ბერიძის სიტყვები გობეჩიამ უპასუხოდ დატოვა: ”მე ჩამოვედი სტუდენტებთან შესახვედრად. ბატონო მერაბ, თქვენ ყველაფერზე პასუხს ჩემს ჟურნალისტურ გამოძიებაში მიიღებთ”.

გობეჩია ამბობს, რომ კომისიის წევრებს შეეძლოთ მისთვის გასაუბრების დღეს მაინც დაერეკათ: ”კონკურსი სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. თუ კი ასეთი სავალდებულო იყო დასწრება, ხომ შეეძლოთ დაერეკა ვინმეს და ეთქვა. მაშინვე ჩამოვიდოდი და მოვუსწრებდი კონკურსს”.

”ადამიანური კუთხით ნამდვილად არ ვიყავი მართალი. ნამდვილად შეიძლებოდა დამერეკა და მეთქვა, ამის გამო ბატონ გიგლას ბოდიშს ვუხდი. თუმცა, მეორეს მხრივ, არცერთი კონკურსანტისათვის არ დამირეკავს და ნამდვილად არ მინდოდა ვინმეს ეფიქრა, რომ მე გობეჩია რაღაცით გამოვარჩიე”,- ამბობს კომისიის წევრი ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი მაკა ბერიძე.

მაკა ბერიძემ სტუდენტებს რამდენჯერმე სთხოვა, ეთხოვათ გიგლა გობეჩიასთვის, არ წასულიყო უნივერსიტეტიდან.

”ძალიან მინდა, რომ დარჩეს გიგლა გობეჩია. ის სტუდენტების საყვარელი ლექტორია, თუმცა, თუ წავა ამასაც გავუგებთ”, - ამბობს ჟურნალისტიკის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი თამთა ღვიტიძე.

თავად გობეჩიას ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი დარჩება თუ წავა: ”რთული დილემის წინაშე ვდგავარ. თუ არ დავრჩები უნივერსიტეტში, ეს სტუდენტების ღალატი იქნება, ხოლო თუ დავრჩები საკუთარი პრინციპების. უნდა ვიფიქრო. სტუდენტებს ჩემს პასუხს რამდენიმე დღეში გავაგებინებ”.

როგორ გადაწყდება გობეჩიას საკითხი, ამ ეტაპზე უცნობია. შეხვედრის დასასრულს ოფიციალურ კომენტარზე მერაბ ბერიძემ ”სამხრეთის კარიბჭეს” უარი განაცხადა.

”ახლა ძალიან აღელვებული ვარ და კომენტარის გაკეთება არ შემიძლია”, - განაცხადა სასწავლებლის რექტორმა.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიგლა გობეჩია: ‘უნივერსიტეტიდან  პოლიტიკური ნიშნით გამიშვეს’
შესაძლოა რექტორის არჩევნები საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართოს
უნივერსიტეტის რექტორი - წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი ტალახი მესროლეს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორს თანამდებობის დასატოვებლად ერთკვირიან ვადას აძლევენ
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
მოროშკინასა და სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  ურთიერთბრალდებები
ყოფილი რექტორი მერაბ ბერიძე რექტორის მოადგილედ დაინიშნა