FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორს თანამდებობის დასატოვებლად ერთკვირიან ვადას აძლევენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 22.04.2015
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ბერიძეს უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი პროფესორები ბრალდებებს უყენებენ და თანამდებობის დასატოვებლად ერთკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურაში უკვე გამზადებულ სარჩელს შეიტანენ.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორს თანამდებობის დასატოვებლად ერთკვირიან ვადას აძლევენ

დღეს, 22 აპრილს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა თინა გელაშვილმა და ამავე უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორებმა ლალი მოროშკინამ და გიგლა გობეჩიამ პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, პირს, რომელიც პასუხისგებაში წლების წინ ქრთამისა და კორუფციის გამო მისცეს, არ აქვს უფლება სასწავლებლის ხელმძღვანელი იყოს. ასევე, მას შემდეგ, რაც ბერიძე სასწავლებლის ხელმძღვანელად დაინიშნა, სასწავლებელში ყველაფერი გაჩერებულია.

„სასამართლოთი დადასტურებულია მისი დანაშაული. ბერიძე კორუფციისა და ქრთამისთვის გაასამართლეს და შვიდწლიანი პირობითი სწორედ ამის გამო მისცეს. მას არ აქვს უფლება სასწავლებლის ხელმძღვანელი იყოს და თავს მესხეთში გმირად წარმოაჩენდეს“, – აცხადებს გიგლა გობეჩია „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში.

კითხვაზე, რა ახალი გარემოების შესახებ გააჟღერეს მათ პრესკონფერენციაზე, გობეჩია კითხვითვე გვპასუხობს: „აქამდე რაც იყო ცნობილი, იმას რა რეაქცია მოჰყვა?! მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო მასალები დავდე და ვთქვი, რომ ყველა ჩემს მიერ ნახსენები პირი მზად იყო პროკურატურისთვის ჩვენება მიეცა, ამით არავინ დაინტერესებულა. ახლა გაჩერებას აღარ ვაპირებთ“.

თინა გელაშვილის განცხადებით, იგი რექტორის თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლეს და შემდეგ ბერიძე დანიშნეს: „ჩემი კონსტიტუციური უფლებები დაარღვიეს, ასე უნდოდა ვიღაცას და იმიტომ. ამაზე რომ გავჩუმდი, იფიქრეს, დამნაშავე რომ არ ყოფილიყო, ხმას ამოიღებდაო. თან უამრავი ამბავი მომდის, რომ თურმე უნივერსიტეტში ბერიძეს ჩემთვის ბევრი დაწყებული პროექტი მოუცია. თვალებში ნაცრის შეყრაა და ამაზე გაჩუმება აღარ შეიძლება“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ლალი მოროშკინა კი ამბობს, რომ იგი პრესკონფერენციაზე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას შეეხო. აღნიშნული პროფესორებმა სწორედ მისი „ობიექტივის“ ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ სასწავლებლის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნეს.

მოროშკინა აცხადებს, რომ ეს მისთვის პატივისა და ღირსების შემლახავია: „არ ვაპირებდი ვითარების ასე გამწვავებას, მაგრამ ბერიძემ იკადრა და გააკეთა ის, რომ აკადემიური საბჭოს სახელით მელაპარაკება. მაშინ როცა ლეგიტიმური შეკითხვები ბერიძის მისამართით გვაქვს: რატომ დაინიშნა ის ადამიანი სასწავლებლის რექტორად, რომელიც ნასამართლევია და პრობაციონერი იყო?!“

მოროშკინა ბერიძის პირად ცხოვრებასაც ეხება და „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს: „ბერიძეს გადაეცით, რომ ჩვენ ბევრი ვიდეოფირი მოგვიტანეს, სადაც მისი ახლაგაზრდებთან კოტრიალია ასახული, თუ ერთი კვირის ვადაში არ დაწერს განცხადებას და არ წავა, ამ ვიდეოს იუთუბზე გამოვუქვეყნებთ. ამ ვადასაც იმიტომ ვაძლევთ, რომ პატივს მის ჭაღარას ვცემთ“.

პრესკონფერენციის მონაწილეებმა ბერიძეს მართლაც ერთი კვირის ვადა მისცეს და განაცხადეს, რომ თუ ამ პერიოდში იგი თანამდებობას არ დატოვებს, მის წინააღმდეგ გამზადებულ სარჩელს პროკურატურაში შეიტანენ.

მერაბ ბერიძე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, პირად საუბარში კი აცხადებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც დღეს პრესკონფერენცია გამართეს მეტი საქმე არ აქვთ და ყველა გაჟღერებული ბრალდება აბსურდულია.

კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი თინა იველაშვილიც. „სჯობს გაჩუმდნენ“, – ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სასწავლებლის ფეისბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელა. პროფესორები ლალი მოროშკინას მიერ მედია –კავშირ „ობიექტივის“ ეთერში 18 მარტს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მაყურებლისთვის უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის ნაწილი, არ შეესაბამება სიმართლეს, ნაწილი კი სერიოზულად დამახინჯებულია. აღნიშნული პრესკონფერენციის გამართვა სწორედ ამ ვითარებას მოჰყვა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლალი მოროშკინამ მერაბ ბერიძის წინააღმდეგ განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში გენინსპექცია შევა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეაქვთ
მოროშკინასა და სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  ურთიერთბრალდებები
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ
კვირის აქცენტი: ხმაური სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის ირგვლივ [Video]
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს