FM97.5 / LIVE
ურთიერთბრალდებებით დატვირთული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.">

უნივერსიტეტის რექტორი - წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი ტალახი მესროლეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.07.2013
დაძაბული და ურთიერთბრალდებებით დატვირთული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.

უნივერსიტეტის რექტორი - წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი ტალახი მესროლეს
რექტორის არჩევნები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 13:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო კომისია სამი წევრისგან შედგებოდა. არჩევნებზე აკადემიური საბჭოს რვავე წევრი გამოცხადდა. რექტორად მერაბ ბერიძე აირჩიეს.

საბჭოს შემადგენლობაში თინა იველაშვილი, ქეთინო გრძელიშვილი, ლავრენტი ჩიბურდანიძე, ჯემალ მამიაშვილი, ლერი ნოზაძე, რევაზ ჭიღლაძე, მალხაზ ლომსაძე და დავით ხობელია იყვნენ.

უნივერსიტეტის რექტორი - წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი ტალახი მესროლეს

შედეგების გამოცხადების შემდეგ დამარცხებულმა გურამ კუტალაძემ კომენტარი არ გააკეთა.

„ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?!“- განუცხადა მან „სამხრეთის კარიბჭეს“.


მერაბ ბერიძემ კი განაცხადა, რომ მოგების იმედი ჰქონდა: „წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ რთული იყო. ბევრი ტალახი მესროლეს. ურთიერთობის ასეთ ფორმას მიჩვეული არ ვარ, ძალიან უხერხული იყო ჩემთვის“
.
უნივერსიტეტის რექტორი - წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი ტალახი მესროლეს

შეგახსენებთ, არჩევნებში მონაწილე რვა ადმიანიდან ექვსმა მერაბ ბერიძის კანდდატურას დაუჭირა მხარი, ერთმა გურამ კუტალაძეს, ერთი ბიულეტენი კი ბათილად ჩაითვალა.

დაანონსებული აქციის მიუხედავად, ახალციხეში დღეს არ ჩამოსულა და არც აქცია გაუმართავს გიგლა გობეჩიას. შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი გიგლა გობეჩია რექტორის არჩევნების დღეს უნივერსიტეტთან მერაბ ბერიძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდა. მან მერაბ ბერიძის შესახებ გაზეთ „ვერსიაში“ სტატიებიც გამოაქვეყნა. მასალაში, სახელწოდებით „სახელმწიფო ძვალი სვავი რექტორისთვის“, გობეჩია მერაბ ბერიძეს კორუფციაში ადანაშაულებდა. „სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში მერაბ ბერიძისნაირი ადამიანების ადგილი არ არის. დამიჯდეს პირდაპირ ეთერში და მე მას ფაქტებს დავუდებ“ - აცხადებდა გობეჩია.

„აქციის ორგანიზებისთვის დრო არ მეყო', - განუცხადა "სამხრეთის კარიბჭეს" გიგლა გობეჩიამ.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შესაძლოა რექტორის არჩევნები საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართოს
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
15 მაისიდან სჯსუ–ს რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
ყოფილი რექტორი მერაბ ბერიძე რექტორის მოადგილედ დაინიშნა
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
დაპირისპირება სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში