FM97.5 / LIVE

მოროშკინასა და სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ურთიერთბრალდებები

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.04.2015
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ერთი თვის შემდეგ, ჟურნალისტ ლალი მოროშკინას განცხადებებს ეხმაურება. რაზე საუბრობს მოროშკინა „ობიექტივის“ ეთერში და რას პასუხობენ მას აკადემიური საბჭოს წევრები.

მოროშკინასა და სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  ურთიერთბრალდებები
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება სასწავლებლის ფეისბუქის გვერდზე დღეს, 20 აპრილს გამოქვეყნდა. პროფესორები მედია –კავშირ „ობიექტივის“ ეთერში 18 მარტს ლალი მოროშკინას განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მაყურებლისთვის უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის ნაწილი, არ შეესაბამება სიმართლეს, ნაწილი კი სერიოზულად დამახინჯებულია.

მოროშკინა ამ დღეს ახალციხეში იყო და უნივერსიტეტის სტუდენტებთან თემაზე: „პოლიტიკა და ბიზნეს პიარი“ საჯარო ლექცია ჩაატარა. იგი სტუდენტებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვდა. „ობიექტივის“ გადაცემაში კი ამავე დღეს მიიღო მონაწილეობა.

რას ამბობს ლალი მოროშკინა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის შესახებ

„მე ახლა მოვდივარ სამცხე–ჯავახეთიდან ეს არის ერთ–ერთი რთული რეგიონი.იქ წლები ვასწავლიდი და ყოველ შაბათ –კვირას დავდიოდი “, – ამბობს მოროშკინა გადაცემაში.

მისი თქმით, მაშინ როცა იგი ახალციხის უნივერსიტეტში დადიოდა, სასწავლებელში ბევრი გაცვლითი პროგრამა ხორციელდებოდა: „უნივერსიტეტს ჰყავდა ფანტასტიური რექტორი თინა გელაშვილი, არაჩვეულებრივი დეკანი ცირა მესხიშვილი, ამ ორმა ქალბატონმა შეძლო, რომ უნივერსიტეტი ფანტასტიურ დონეზე იდგა, დღეს ჩავდივართ და გვხვდება სტაგნაციური სურათი. გული მეტკინა, როდესაც დავინახე გაყინული პროექტები“.

მაროშკინამ ამ დღეს ახალციხეში ახალგაზრდებთან შესახვედრად სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები წაიყვანა. ლექციის წაკითხვის შემდეგ კი მათთან ერთად „ახალციხის ციხე“ დაათვალიერა. როგორც მან გადაცემაში განაცხადა, სწორედ აქ გაუჩნდა იდეა, ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების, კონცერტების განხორციელების შესახებ. თუმცა, ციხეზე მოროშკინას აუხსნეს, რომ ამ დრომდე ობიექტს დირექტორი, ანუ ის ადამიანი ვისთანაც მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს არ ჰყავს.

„მითხრეს, რომ ჯერ ვერავის ნიშნავენ, რამდენად უნიათო უნდა იყო ადამინი. ადგილობრივი ხელისუფლება დუმს, უნივერსიტეტს სძინავს იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ ჩავდიოდით, გიგლა გობეჩია, ჩვენი არაჩვეულებრივი კოლეგა ჩადიოდა იქ და პირველი ვინც გაათავისუფლეს გიგლა გობეჩია იყო. რექტორობიდან გაათავისუფლეს თინა გელაშვილიც“, – ამბობს მოროშკინა და ამატებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც მეგობრობდნენ ვანო მერაბიშვილის ოჯახთან და იქ სადღეგრძელოებს სვამდნენ, დღეს ისევ თანამდებობებზე რჩებიან, თუმცა, მოხსნეს ის ადამიანები, რომლებსაც ნაციონალურ მოძრაობასთან შეხება არ ჰქონიათ.

ამავე გადაცემაში, მოროშკინა აცხადებს, რომ ამ დღეს ახალციხეში ვიზიტის შესახებ უნივერსიტეტს წერილობით აცნობა, თუმცა: „სასწავლებლიდან კონტაქტის სურვილი არავის გამოუხატავს“.

აკადემიური საბჭოს პასუხი მოროშკინას

მოროშკინას ამ განცხადებებს, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთი თვის მოგვიანებით უპასუხა. როგორც ამ განცხადებაში ვკითხულობთ, მოროშკინას 18 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ უნივერსიტეტისთვის არც წერილობით და არც სხვა ფორმით არ მიუმართავს.

ამავე განცხადებაში განმარტებები ოთხ პუნქტადაა გაკეთებული. პირველში საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ: „სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს არ „სძინავს“, ვითარება არა „სტაგნაციური“, არამედ უპრეცენდენტოდ აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებულია. უნივერსიტეტის წარმატება აღიარებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 2014 წლის 27 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ასოციაცია ,,OTHERWAIS“-მა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც საუკეთესო მენეჯმენტისა და პრესტიჟის მქონე ორგანიზაცია, დააჯილდოვა „ოქროს დელფინით’’. მიზეზი კი ის ცვლილებებია, რომლებიც 2012 წლიდან მიმდინარეობს სასწავლებელში“.

მეორე პუნქტში საბჭო უნივერსიტეტიდან ცირა მესხიშვილისა და გიგლა გობეჩიას სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს და წერენ, რომ არც ერთი მათგანი უნივერსიტეტის ახლანდელ ხელმძღვანელობას სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია: „ცირა მესხიშვილს წინა ხელმძღვანელობის დროს, ჯერ კიდევ 2011 წლის 1 სექტემბერს პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება როგორც განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს (ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება №29/01, 01.09.2011)“
რაც შეეხება გიგლა გობეჩიას, იგი 2013 წლის თებერვალში მონაწილეობდა ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, დაარღვია საკონკურსო პირობები, შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოცხადებული თანამდებობა დაეტოვებინა ვაკანტურად ( საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი №1, 16.03.2013) .

მესამე პუნქტი მოროშკინას უნივერსიტეტისადმი წერილობით მიმართვას ეხება. მეოთხე პუნქტში კი წერენ, რომ „წლები“, რომელიც ლალი მოროშკინამ გაატარა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობაში, შემოიფარგლება მხოლოდ ოთხი თვით“.

„2010 წლის მარტში, წინა ხელმძღვანელობის დროს ლალი მოროშკინა მონაწილეობდა ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, თუმცა კომისიის დასკვნით მან ვერ გადალახა კონკურსისათვის დადგენილი ქულების მინიმალური ზღვარი (საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი №1, 18.04.2010), შესაბამისად, ის არასოდეს ყოფილა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აქედან გამომდინარე, მისი განცხადებები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. მით უმეტეს ვერ იქნებოდა 2011 წელს ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რადგან ასეთი უნივერსიტეტი არ არსებულა ( იხ. მისი „წიგნი უSEXობა პატარა ქალაქში“) და არც ასეთი პროფესორი გვყოლია“, – ვკითხულობთ საბჭოს განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეაქვთ
‘პოლიტიკა და ბიზნეს პიარი’ – ლალი მოროშკინას საჯარო ლექცია ახალციხეში
ლალი მოროშკინამ მერაბ ბერიძის წინააღმდეგ განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში გენინსპექცია შევა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორს თანამდებობის დასატოვებლად ერთკვირიან ვადას აძლევენ
კვირის აქცენტი: ხმაური სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის ირგვლივ [Video]
გიგლა გობეჩია: ‘უნივერსიტეტიდან  პოლიტიკური ნიშნით გამიშვეს’